უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ის, რაც ლიგის კენჭისყრამდე უნდა ვიცოდეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასული 15 გუნდის ვინაობა ცნობილია, ბოლოს, მეთექვსმეტეს კი "ვილიარეალისა" და ბერგამოს "ატალანტას" შორის გამარჯვებული გაარკვევს. შეგახსენებთ, ეს შეხვედრა თოვლის გამო გადაიდო.

კენჭისყრა 13 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება, მანამდე კი გთავაზობთ იმ ინფორმაციას, რაც ლატარიამდე უნდა იცოდეთ.

პსჟ-ისა და "ჩელსის" საფრთხე

საფეხბურთო სამყაროს ორმა გიგანტმა საკუთარ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პირველადგილოსანს შეხვდება... ალბათ, მათ წინააღმდეგ თამაში არცერთ გუნდს არ სურს. ორივე გუნდს, განსაკუთრებით, "პარი სენ ჟერმენს", ლიგის მოგება სურს, ამაში ხელს კი ჯგუფური ეტაპის მე-2 ადგილზე
გასვლა ნამდვილად შეუშლით... შანსი იმისა, რომ ერთმანეთს ფრანგული გუნდი და მადრიდის "რეალი" შეხვდნენ, საკმაოდ დიდია, ამ შემთხვევაში კი მათი ინტერესი კილიან მბაპესადმი აღარ იმოქმედებს, ისევ შეხვდებიან დაუძინებელ მტერს, ლიონელ მესისა და ექნებათ მწარე პაემანი სერხიო რამოსთან, კეილორ ნავასთან და აჩრაფ ჰაკიმისთან.

მიუნხენის "ბაიერნი" და "მანჩესტერ სიტი"...

დიდი შანსია იმისა, რომ "ატლეტიკო" ხსენებული გუნდებიდან რომელიმე შეხვდეს... ამიტომ "როხიბლანკოს" მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არაა.

ბავარიელებმა ჯგუფში 6-ივე შეხვედრა მოიგეს, "ბლაუგრანა" კი ევროპის ლიგაზე გააგზავნეს. თავის მხრივ კი, პეპ გვარდიოლას მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს. "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ოდნავ განსხვავებული გუნდები არიან. მათი დამარცხება მეტად მოსალოდნელია, ვიდრე ჩემ მიერ ხსენებული ორი გიგანტის.

პრემიერლიგური სიძლიერე

"ბლაუგრანას" და "რეალის" (მადრიდელების შემთხვევაში შედარებით) დასუსტების შემდეგ ინგლისელები სასურველ შედეგს აფიქსირებენ და ყველაზე ძლიერებადაც მოიაზრებიან, თანაც ლიგის ბოლო 3 ფინალიდან 2-ში ერთმანეთს პრემიერლიგის წარმომადგენლები შეხვდნენ - "ლივერპული" - "ტოტენჰემი" (2019) და "ჩელსი" - "მანჩესტერ სიტი" (2021).

გასვლით შეხვედრაში გატანილი გოლების გარეშე

ამ სეზონში პირველად, გასვლით შეხვედრაში გატანილი გოლის უპირატესობა აღარ იფუნქციონირებს. ვნახოთ, რამდენად საინტერესოს გახდის ეს ყველაფერი პლეი-ოფს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით