მესი "რეალის" წინააღმდეგ, რონალდო - "ატლეტიკოსი"! ხელახალი კენჭისყრა ჩატარდა

AutoSharing Option
დღეს, 13 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, თუმცა წილისყრის მიმდინარეობისას ხარვეზები დაფიქსირდა.

საქმე იმაში გახლდათ, რომ "ვილიარეალის" მეტოქედ თავდაპირველად "მანჩესტერ იუნაიტედი" ამოიღეს, ეს გუნდები კი ჯგუფურ ეტაპზე ერთად გამოდიოდნენ. ამიტომ მერვედფინალში ერთმანეთს ვერ დაუპირისპირდებიან. ამავდროულად, როდესაც "ატლეტიკოს" მოწინააღმდეგის ვინაობა ირკვეოდა, "წითელი ეშმაკები" კალათაში არ ჩასვეს, არადა, ინგლისელები "როხი ბლანკოს" ერთ-ერთ მეტოქედ განიხილებოდნენ.

რაც შეეხება ახალი კენჭისყრის შედეგებს:

"ზალცბურგი" - მიუნხენის "ბაიერნი"

"სპორტინგი" - "მანჩესტერ სიტი"

"ბენფიკა" - "აიაქსი"

"ჩელსი" - "ლილი"

მადრიდის "ატლეტიკო"
- "მანჩესტერ იუნაიტედი"

"ვილიარეალი" - "იუვენტუსი"

"ინტერი" - "ლივერპული"

"პარი სენ ჟერმენი" - მადრიდის "რეალი"

პირველი მატჩები 15-16, 22-23 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი 8-9, 15-16 მარტს ჩატარდება.


მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგრა არ გაუმართლა ფრანგებს სორი მესის ფან კლუბს
თემურ
14 დეკემბერი 2021 02:51
5
ეგება პირიქით?
თემურის
14 დეკემბერი 2021 10:52
2
მესამე კენჭისყრაც რომ ჩაატარონ "ჩელსის" მაინც "ლილი" შეხვდება.
ირაკლი
13 დეკემბერი 2021 18:56
2
როგორ გრძელდება რეალის დასჯა პრესის სუპერ ლიგის გამო. ძალიან საეჭვო წილისყრა ჩატარდა, ჯერ ასეთი შეცდომა მოუვიდათ, მერე რატომღაც გადაწყვიტეს თავიდან ჩაეტარებინათ და რეალს მაინც ძლიერიმეტოქე შეახვედრეს
Nick
13 დეკემბერი 2021 18:54
29
Evropashic korufcia gugunebs
Butxa
13 დეკემბერი 2021 18:39
2
კაით რა ვინ ჭამს მაგას ? ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა რასაც უეფა რეალს უკეთებს . ბენფიკას შეხვდა და მერე ხან მანჩესტერი ჩააგდეს, ხან ატლეტიკოსთან მანჩესტერი დაავწიყდათ:დდდდ მაგრამ შეისხან ნავთობი უკან მაგათმა.
მიშო
13 დეკემბერი 2021 18:25
10
ეგ ნავთობი აქეთ, არ შეგასხან...
მიშუას
14 დეკემბერი 2021 10:54
2

სიახლეები პოპულარული