უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

სერხიო რამოსი მზადაა "რეალის" წინააღმდეგ სასიკვდილოდ იბრძოლოს

AutoSharing Option
უეფამ თავისი ხარვეზებიანი კენჭისყრით იმდენი მოახერხა, რომ "რეალი" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ბენფიკას" ნაცვლად პსჟ-ს შეხვდება. მომავალი დაპირისპირების შესახებ კომენტარი სერხიო რამოსმა გააკეთა, რომელიც პარიზულ გუნდში "ბლანკოსიდან" ზაფხულში გადავიდა.

"მერჩივნა "რეალს" არ შევხვედროდით, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნება სიხარულის საბაბია. კოვიდის გამო გუნდთან დამშვიდობება ვერ შევძელი.

ბედი ჭირვეულია. მინდოდა სხვა გუნდი შეგვხვედროდა. თქვენ იცით, როგორ მიყვარს "რეალი".

ახლა პსჟ-ის მცველი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დავეხმარო. ამ გუნდმა არჩევანი ჩემზე გააკეთა. პსჟ-სთვის სასიკვდილოდ ვიბრძოლებ", - ციტირებს სერხიო
რამოსს "მარკა".