პოჩეტინიო: "რეალის" დასაძლევად პსჟ-ს საკმაო კლასი გააჩნია

AutoSharing Option
პსჟ-ის მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრაზე გააკეთა კომენტარი.

"ურთულესი ორმატჩიანი დაპირისპირება გველის, რადგან ამ გუნდს შესანიშნავი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. "რეალი" მიჩვეულია ჩემპიონთა ლიგის მოგებას, ამ კლუბს დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს. ცხადია, ძალიან გაგვიჭირდება.

რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობა გვჭირდება. კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან. ეჭვი არ მეპარება, ამ შეხვედრებს საუკეთესო მდგომარეობაში მყოფები შევხვდებით. საკუთარ მოთამაშეებში მუდამ დარწმუნებულნი ვართ. "რეალის" დასაძლევად საკმაო კლასი გაგვაჩნია. ეს პსჟ-ის მიზანია.

თებერვალში ფიზიკურ მომზადებას გად
ამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. მნიშვნელოვანია ამ მატჩებს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ, ყველა ფეხბურთელთან ინდივიდუალურად მუშაობაა საჭირო.

იღბალიც აუცილებელია - მაგალითად, გუნდზე შეიძლება გავლენა ტრავმებმა მოახდინოს. ეს პლეი-ოფია და თამაშები განსაკუთრებულ დროს იმართება. შედეგზე მრავალმა ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს", - განუცხადა პოჩეტინიომ პარიზული კლუბის ტელევიზიას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამასაც ვნახავთ როგორ მიაშამათებს ანჩელოტი პოჩეტინიოს :):)
sormona
10:39 15-12-2021
8
რეალს ამოსდებენ
კინგი
03:19 15-12-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული