ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა, სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიმართოს

AutoSharing Option
უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ Mirror-ი წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალური შეხვედრის მასპინძელი ქალაქი შესაძლოა, შეიცვალოს. მოგეხსენებათ, გადამწყვეტი მატჩი სანკტ-პეტერბურგის "გაზპრომ არენაზე" უნდა გაიმართოს.

უკვე იცით იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციამ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა და სამხედრო კონფლიქტის ალბათობა საკმაოდ დიდია.

უეფას მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალური შეხვედრის მასპინძლის შეცვლა გასულ სეზონშიც მოხდა - კოვიდ 19-ის ინფიცირების შემთხვევების გამო ფინალი, სტამბოლის ნაცვლად, პორტუში შედგა.

ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების გათამაშებაში ამჟამად მერვედფინალური ეტაპი მიმდინარეობს.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლივერპულმა" მილანში მოიგო - "ბაიერნი"

წაგებას გადაურჩა [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: მესის გაცუდებული პენალტი, მბაპეს შედევრი და პსჟ-ის გამარჯვება - "სიტი" თითქმის მეოთხედფინალშია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
რუსები უნდა მოიკვეთონ ყველა საერთაშორისო ტურნირიდან! იქნებ ასე მაინც გამოფხიზლდნენ ცოტა. მეეჭვება მაგრამ მაინც.
ქუთაისელი
13:15 22-02-2022
4
შეიძლება დიდი შანსი არ იყვეს, მაგრამ ალტერნატივად შეიძლება დინამოს სტადიონის შეთავაზება.. ცდას არაფერი უშლის ხელს
geo-geo
12:20 22-02-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული