უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა, სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიმართოს

AutoSharing Option
უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ Mirror-ი წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალური შეხვედრის მასპინძელი ქალაქი შესაძლოა, შეიცვალოს. მოგეხსენებათ, გადამწყვეტი მატჩი სანკტ-პეტერბურგის "გაზპრომ არენაზე" უნდა გაიმართოს.

უკვე იცით იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციამ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა და სამხედრო კონფლიქტის ალბათობა საკმაოდ დიდია.

უეფას მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალური შეხვედრის მასპინძლის შეცვლა გასულ სეზონშიც მოხდა - კოვიდ 19-ის ინფიცირების შემთხვევების გამო ფინალი, სტამბოლის ნაცვლად, პორტუში შედგა.

ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების გათამაშებაში ამჟამად მერვედფინალური ეტაპი მიმდინარეობს.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლივერპულმა" მილანში მოიგო - "ბაიერნი"

წაგებას გადაურჩა [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: მესის გაცუდებული პენალტი, მბაპეს შედევრი და პსჟ-ის გამარჯვება - "სიტი" თითქმის მეოთხედფინალშია [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ