ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: იარემჩუკმა „ბენფიკა“, ხოლო ელანგამ „მანჩესტერი“ მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე ორი პირველი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

„ბენფიკამ“ საკუთარ მოედანზე ფრეს მიაღწია „აიაქსთან“. სტუმრები მე-18 წუთზე ტადიჩმა დააწინაურა. შემდეგ ალერმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიში გათანაბრდა. მერე მანვე ამსტერდამული გუნდი წინ გაიყვანა. ალერმა ტურნირზე ჩატარებულ თავის პირველ შვიდივე შეხვედრაში გაიტანა და 11 გოლით ბომბარდირია. შეცვლაზე შესულმა ლისაბონელთა უკრაინელმა თავდამსხმელმა იარემჩუკმა 72-ე წუთზე ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა. მან გოლის გატანა მაისურის გახდით აღნიშნა და უკრაინის გერბი გამოაჩინა.

მადრიდში „ატლეტიკომ“ „მანჩესტერის“ დამარცხება ვერ შეძლო. "ატლეტიკომ" დებიუტში ფელიქსის გატანილი გოლით პირველი ტაიმი 1:0
მოიგო. „იუნაიტედს“ შესვენებამდე კარში ბურთი არ დაურტყამს, თუმცა მე-80 წუთზე საპასუხო გოლი 19 წლის ელანგამ გაიტანა და თავის გუნდს ფრე მოუპოვა. რონალდომ შეუცვლელად ითამაშა. მან ამ სეზონში 9 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

ლისაბონი. “და ლუში“. 54 760 მაყურებელი
ბენფიკა - აიაქსი 2:2
გოლები: 0:1 ტადიჩი (18), 1:1 ალერი (25, საკ. კარში), 1:2 ალერი (29), 2:2 იარემჩუკი (72)

მადრიდი. “ვანდა მეტროპოლიტანო“. 63 273 მაყურებელი

ატლეტიკო - მანჩესტერი 1:1
გოლები: 1:0 ფელიქსი (7), 1:1 ელანგა (80)

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 16 მარტს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ იარემჩუკ!ეს არის შენი ქვეყნის სიყვარული!
გიორგი
03:25 24-02-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული