ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში აღარ ჩატარდება - Associated Press

AutoSharing Option
უეფა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალს სანქტ-პეტერბურგიდან გადაიტანს - ეს გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება - იტყობინება Associated Press-ი.

ტურნირის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი 28 მაისს "გაზპრომ არენაზე“ უნდა ჩატარებულიყო.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

altჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა, სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიმართოს

მკითხველის კომენტარები / 12 /
სამარცხვინო ევროპა, უეფა და ფიფა მიდი კიდევ გაუგორეთ კოჭები რუსებს მსოფლიო ჩემპიონატი ხომ ჩაატარებინეთ, ფინალის ჩატარების უფლება ჩამოართვეს კი არა, საერთოდ რა ლოგიკით მისცეს ეგ უფლება?! კარგია გაზის და ნავთობის ფულები?! ფუ რა, შევშფოთდი, აღვშფოთდი.... კიდევ ერთი 20 წელი იმსჯელეთ ნატოში მიგვიღებთ თუ არა თქვე ქვეშაფსიებო!!!
შევშფოთდი...აღვშფოთდი.....
18:21 24-02-2022
5
ჩემი აზრით FIFA-მ საერთოდ უნდა მოხსნას რუსეთის ნაკრები და ყველა კლუბი ყველა ტურნირიდან.
დავით
17:51 24-02-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული