უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში აღარ ჩატარდება - Associated Press

AutoSharing Option
უეფა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალს სანქტ-პეტერბურგიდან გადაიტანს - ეს გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება - იტყობინება Associated Press-ი.

ტურნირის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი 28 მაისს "გაზპრომ არენაზე“ უნდა ჩატარებულიყო.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

altჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა, სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიმართოს

ასევე დაგაინტერესებთ