ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ორი 0:1, "ატლეტიკო" და "ბენფიკა" მეოთხედფინალში - სიმეონემ თავს გაქცევით უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 მარტს ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა და კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა.

პირველ შეხვედრაში „მანჩესტერმა“ „ატლეტიკოსთან“ ფრეს (1:1) მიაღწია, ხოლო გასვლაზე მადრიდელებმა პირველი ტაიმის ბოლოს ლოდის გოლით დაწინაურება მოახერხეს. შესვენების შემდეგ „იუნაიტედმა“ დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო და გათამაშებას გამოეთიშა. საფინალო სასტვენის შემდეგ სტუმართა გუნდის მწვრთნელ სიმეონეს სხვადასხვა საგანი დაუშინეს და მან გვირაბში გაქცევით უშველა თავს.

ლისაბონში „ბენფიკასა“ და „აიაქსის“ მატჩი 2:2 დასრულდა, ამსტერდამში კი პორტუგალიელებმა ერთადერთი მომენტი გამოიყენეს, მინიმალური ანგარიშით გამარჯვება მოიპოვეს და 1/4-ფინალში
გავიდნენ.

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“. 73 008 მაყურებელი
მანჩესტერი - ატლეტიკო 0:1
გოლი: ლოდი (41)

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“. 54 066 მაყურებელი
აიაქსი - ბენფიკა 0:1
გოლი: ნუნიესი (77)

- ბოლო 11 წელიწადში "მანჩესტერი" მხოლოდ ორჯერ გავიდა მეოთხედფინალში.
- რონალდოს კარში ბურთი არ დაურტყამს - როდესაც ტურნირზე შეუცვლელად ითამაშა, ეს მხოლოდ მესამედ მოხდა.
- რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები წუთების მიხედვით კასილიასის რეკორდი დაამხო - 15 909.
- რონალდო და მესი მერვედფინალიდან ზედიზედ მეორედ გამოვარდნენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
დღეს დიდი ქართველის ლევან თედიაშვილის დაბადების დღეა. გული მწყდება, როცა ამდენს ვწერთ ატლეტიკოზე, ბენფიკაზე და გამოგვრჩა უდიდესი მსოფლიო ფალავნის დაბადების დღე. აი მისი ტიტულები, მოპოვებული მისი ტიტანური შრომის ფასად.
თავისუფალი ჭიდაობა
ოლიმპიური თამაშები
ოქრო მიუნხენი 1972 -82 კგ
ოქრო მონრეალი 1976 -90 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო სოფია 1971 -82 კგ
ოქრო თეირანი 1973 -90 კგ
ოქრო სტამბოლი 1974 -90 კგ
ოქრო მინსკი 1975 -90 კგ
ვერცხლი მეხიკო 1978 -100 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო მადრიდი 1974 -90 კგ
ოქრო ლენინგრადი 1976 -90 კგ
ოქრო სოფია 1978 -100 კგ
სამბო
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო თეირანი 1973 -90 კგ
თავს აღარ შეგაწყენთ სსრ-ს ჩემპიონატებზე და საერთაშორისო ტურნირებზე მის მიერ მოპოვებეულ ბრწყინვალე ათეულობით გამარჯვებებით. დიდი პატივისცემით ვულოცავ ბატონ ლევანს დაბადების 74-ე წელს.
გიზოგ
12:30 16-03-2022
0
ინგლისი: აღელვებულმა ფანებმა ემოციები ვერ მოთოკეს სიმეონეს სხვადასხვა საგანი დაუშინეს.
საქართველო: პატარა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის აგრესიულმა მაყურებელმა მეტოქე გუნდის მწვრთნელს ათასი საზიზღრობა დაუშინა. იმედია უეფა შესაბამის ზომებს მიიღებს!
შეტევა
07:43 16-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული