პირველ შეხვედრაში „მანჩესტერმა“ „ატლეტიკოსთან“ ფრეს (1:1) მიაღწია, ხოლო გასვლაზე მადრიდელებმა პირველი ტაიმის ბოლოს ლოდის გოლით დაწინაურება მოახერხეს. შესვენების შემდეგ „იუნაიტედმა“ დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო და გათამაშებას გამოეთიშა. საფინალო სასტვენის შემდეგ სტუმართა გუნდის მწვრთნელ სიმეონეს სხვადასხვა საგანი დაუშინეს და მან გვირაბში გაქცევით უშველა თავს.
ლისაბონში „ბენფიკასა“ და „აიაქსის“ მატჩი 2:2 დასრულდა, ამსტერდამში კი პორტუგალიელებმა ერთადერთი მომენტი გამოიყენეს, მინიმალური ანგარიშით გამარჯვება მოიპოვეს და 1/4-ფინალში გავიდნენ.
მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“. 73 008 მაყურებელი
მანჩესტერი - ატლეტიკო 0:1
გოლი: ლოდი (41)
ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“. 54 066 მაყურებელი
აიაქსი - ბენფიკა 0:1
გოლი: ნუნიესი (77)
- ბოლო 11 წელიწადში "მანჩესტერი" მხოლოდ ორჯერ გავიდა მეოთხედფინალში.
- რონალდოს კარში ბურთი არ დაურტყამს - როდესაც ტურნირზე შეუცვლელად ითამაშა, ეს მხოლოდ მესამედ მოხდა.
- რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები წუთების მიხედვით კასილიასის რეკორდი დაამხო - 15 909.
- რონალდო და მესი მერვედფინალიდან ზედიზედ მეორედ გამოვარდნენ.
თავისუფალი ჭიდაობა
ოლიმპიური თამაშები
ოქრო მიუნხენი 1972 -82 კგ
ოქრო მონრეალი 1976 -90 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო სოფია 1971 -82 კგ
ოქრო თეირანი 1973 -90 კგ
ოქრო სტამბოლი 1974 -90 კგ
ოქრო მინსკი 1975 -90 კგ
ვერცხლი მეხიკო 1978 -100 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო მადრიდი 1974 -90 კგ
ოქრო ლენინგრადი 1976 -90 კგ
ოქრო სოფია 1978 -100 კგ
სამბო
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო თეირანი 1973 -90 კგ
თავს აღარ შეგაწყენთ სსრ-ს ჩემპიონატებზე და საერთაშორისო ტურნირებზე მის მიერ მოპოვებეულ ბრწყინვალე ათეულობით გამარჯვებებით. დიდი პატივისცემით ვულოცავ ბატონ ლევანს დაბადების 74-ე წელს.