ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ინგლისურმა გუნდებმა გაიმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 5 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

„მანჩესტერ სიტიმ“ სახლში 1:0 სძლია „ატლეტიკოს“. დე ბრუინმა წელს ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა. ყველა ტურნირზე ბოლო 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 5 გოლია. "სიტი" უკანასკნელ 8 მატჩში დუმარცხებელია, ხოლო "ატლეტიკომ" თვე-ნახევრის შემდეგ პირველად წააგო.

„ლივერპულმა“ კი სტუმრად „ბენფიკა“ 3:1 დაამარცხა. დიასმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. კლოპის გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა - საერთო ანგარიში - 10:1. ამასთან, ზედიზედ 8 გასვლითი მატჩი მოიგო და საკლუბო რეკორდი დაამყარა.

მანჩესტერი.
„ეტიჰადი“. 52 018 მაყურებელი

მანჩესტერ სიტი - ატლეტიკო  1:0
გოლი: 1:0 დე ბრუინი (70)

ლისაბონი. „და ლუში“. 59 633 მაყურებელი
ბენფიკა - ლივერპული 1:3
გოლები: 0:1 კონატე (17), 0:2 მანე (34), 1:2 ნუნიესი (49), დიასი (87)

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 13 აპრილს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სიტი-რეალი და ლივერპული-ბაიერნი

ფინალი სავარაუდოდ: სიტი-ლივერპული

ჩემი სურვილი ლივერპულის მოგება )) თუ ოცნებაა, ოცნება იყოს ))
კარგი ნახევარფინალები გველის
02:53 06-04-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული