„მანჩესტერ სიტიმ“ სახლში 1:0 სძლია „ატლეტიკოს“. დე ბრუინმა წელს ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა. ყველა ტურნირზე ბოლო 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 5 გოლია. "სიტი" უკანასკნელ 8 მატჩში დუმარცხებელია, ხოლო "ატლეტიკომ" თვე-ნახევრის შემდეგ პირველად წააგო.
„ლივერპულმა“ კი სტუმრად „ბენფიკა“ 3:1 დაამარცხა. დიასმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. კლოპის გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა - საერთო ანგარიში - 10:1. ამასთან, ზედიზედ 8 გასვლითი მატჩი მოიგო და საკლუბო რეკორდი დაამყარა.
მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 018 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ატლეტიკო 1:0
გოლი: 1:0 დე ბრუინი (70)
ლისაბონი. „და ლუში“. 59 633 მაყურებელი
ბენფიკა - ლივერპული 1:3
გოლები: 0:1 კონატე (17), 0:2 მანე (34), 1:2 ნუნიესი (49), დიასი (87)
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 13 აპრილს ჩატარდება.
ფინალი სავარაუდოდ: სიტი-ლივერპული
ჩემი სურვილი ლივერპულის მოგება )) თუ ოცნებაა, ოცნება იყოს ))