სადაც სიმეონეა, იქ ვერაფერს გამორიცხავ...
მადრიდის "ატლეტიკო" მიმდინარე სეზონში დიეგო სიმეონეს ხელწერის გუნდს ნაკლებად ჰგავს, რადგანაც საკუთარ კარში საკმაოდ ბევრ გოლს უშვებს. პეპ გვარდიოლას "სიტი" წყვილის ფავორიტია, თუმცა "ათლეტებმა" პლეი-ოფში თამაში (ფინალისგან განსხვავებით) მშვენივრად იციან; თანაც, "ქალაქელები" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" მხოლოდ ერთბურთიანი უპირატესობით (1:0) ჩავიდნენ.
მადრიდელებს 2 მნიშვნელოვანი ფიგურა აკლიათ - ურუგვაელი მცველი ხიმენესი და
ამ შეხვედრის პარალელურად, "ენფილდზე" "ლივერპული" "ბენფიკას" დაუხვდება. იურგენ კლოპის გუნდმა ლისაბონში კომფორტული (3:1) სხვაობით გაიმარჯვა და განმეორებით შეხვედრას ინტრიგა დაუკარგა. გუნდები ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებენ, თუკი გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა "წითლებში" როტაციას არ მიმართა.
სავარაუდო ნახევარფინალები
მოგეხსენებათ, 2 ესპანური კლუბი, "რეალი" და "ვილიარეალი", მეტოქეებს ელის. ლივერპულელებს წილისყრაში (ჯერ ეს ბარიერი უნდა გადალახონ) თითქოს გაუმართლათ, თუმცა "იუვენტუსისა" და "ბაიერნის" დამმარცხებელი უნაი ემერის "წყალქვეშა ნავები" ფინალში გასვლისთვისაც იბრძოლებს. აი, მადრიდის "რეალისთვის" რომელი მეტოქე უფრო სასურველია, რთული სათქმელია.
მართალია, "სამეფო კლუბმა" "ატლეტიკოს" ყველა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოუგო, თუმცა დიეგო სიმეონეს კლუბთან 2-რაუნდიანი დაპირისპირება მაინც ურთულესი საქმეა, მეორე მხარეს კი "სიტია" - გვარდიოლას კრებული თითქოს საჩემპიონოდ სულ მზადაა, მაგრამ ბოლოს მაინც ხელი ეშლება.
დღევანდელი დაპირისპირებები თბილისი დროით 23:00 საათზე დაიწყება.