გვარდიოლა: მადრიდში მოსაგებად წავალთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "რეალის" 4:3 დამარცხების შემდეგ კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

"ეს ორივე გუნდის შესრულებით ფანტასტიკური შეხვედრა იყო. ჩვენ ბევრი რამ კარგად გავაკეთეთ. სამწუხაროდ, გოლები გავუშვით და უფრო მეტი ვერ გავიტანეთ, მაგრამ დაპირისპირება ორრაუნდიანია და კიდევ ერთს ერთი კვირის შემდეგ ჩავატარებთ.

პირველ ტაიმში მომენტები ვაჩუქეთ, როდესაც თამაშში დაბრუნდნენ, რადგან იქამდე ძალიან ნერვიულობდნენ. როგორც წესი, ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს და უსაფრთხოდ ვართ. ამას გარდა, ისინი წარმატებით მიმართავდნენ პრესინგს. საუბარი ფინალში გასვლაზეა. მადრიდში მოსაგებად წავალთ.

ჩემპიონთა ლიგიდან "ტოტენჰემთან"
გამოვვარდით, როცა ბურთი ხელზე ლორენტეს მოხვდა. დღეს ლაპორტის ხელი იყო. ასეთი რამეები ხდება. ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ - ვითამაშოთ ისე, როგორც ვთამაშობთ. "რეალს" შენი დასჯა შეუძლია.

იმის გათვალისწინებით, როგორ ვთამაშობდით ბურთით და უბურთოდ, ფეხბურთელებს მეტს ვერ მოვთხოვ. მათ ვეუბნები, რომ დაისვენონ. ფეხბურთი ფანტასტიკური სანახაობაა. ვულოცავ ანჩელოტისა და მის გუნდს, ისინი ძალიან კარგები არიან. ამასთან, დავინახეთ, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია", - ციტირებს გვარდიოლას BBC.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ბოლო ორ თამაშში რეალმა 7 გოლი გაუშვა და საერთოდ პლეი-ოფში უკვე ათი!მეტისმეტად ბევრი ხომ არ არის?!არც ერთ თამაშში არ შეუნახავთ კარი მშრალად და პროგრესულად მათ კარში გასული გოლების რაოდენობაც იზრდება!საფეხბურთო ლოგიკა ასეთია:რაც არ გავიდა მანჩესტერში,ყველა შევარდება მადრიდში,საკმაოდ გოლებს ჩაუტვირთავს სიტი და ერთით მეტი რომ გაიტანოს იმდენი რესურსი ამ რეალს ნამდვილად არ აქვს!
sandrex
27 აპრილი 2022 22:02
1
კანეშნა მოგებაზე უნდა ითამაშო, ისევე როგორ ჩელსიმ, თან პსჯ-სავით ერთ ბურთზე არ უნდა დადგე, ან ატლეტიკოსთან, რო ქენი მადრიდში იგივე, რომ გაიმეორო ჩათვალე განადგურებული ხარ.D
ttt
27 აპრილი 2022 16:08
0
ისეთ იღბალზეა რეალი,ანჩელოტი და ბენზემა ამ ლიგაზე,მოგება კი არა დამატებით დრომდე რომ მიაღწიოთ ძალიან გამიკვირდება.ყველამ იცის რომ ობიექტურად ეს რეალი ამ სიტიზე გაცილებით სუსტი გუნდია,თუმცა ასევე სუსტი იყო ჩელსიზეც და პარიზზეც.ბენზემა თუარ გათიშეს სიტის შანსი არ აქვთ.თუმცა მოდრიჩიც იქაა.რავიცი.საოცრებაა მილიტაოს,ალაბას და მოხუცებულთა გუნდი ასე ახლოსაა ფინალთან.
Master
27 აპრილი 2022 10:12
2
მანჩესტერ სიტის მფლობელი შეიხი მანსურია.
ქიტესა
27 აპრილი 2022 09:31
0
დიდი ჯახი იქნება ბერნაბეუზე, ერთი შეიხის გუნდი გავუყენეთ კუდიგორის გზას, ზედვე მივაყოლეთ პუტინის ოლიგარქის გუნდიც, ღმერთი სამობითაა და მეორე შეიხის გუნდიც უნდა გავუშვათ სადაც რუსული ხომალდი წავიდა.
მამუკა
27 აპრილი 2022 03:52
24
პერესის ნაირი ბებერი მაფიოზა, არა მგონია ვინმე იყოს.
alika
28 აპრილი 2022 15:23
0
რეალი ხომ რას იტყვი,პატიოსან ქველმოქმედთა გუნდია!!!
გილერმო ამორი
27 აპრილი 2022 21:15
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული