უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

გვარდიოლა შამანებისა და წყევლის მსხვერპლია?!

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას ისევ ვერ ახერხებს და გულშემატკივრებს "ქალაქელთა" ყოფილი ნახევარმცველის, იაია ტურეს აგენტის წყევლა გაახსენდათ.

2018 წელს, "სიტიდან" საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ წასვლის შემდეგ, კოტდივუარელი ფეხბურთელის მენეჯერმა დიმიტრი სელუკმა უცნაური კომენტარი გააკეთა, რომელიც შამანებს ეხებოდა. მან თქვა, რომ ესპანელი სპეციალისტი დაწყევლილია, რათა ამ ქმედების მერე ჩემპიონთა ლიგა აღარასდროს მოიგოს. ფაქტია, გვარდიოლა წლების განმავლობაში სასურველი თასის მოპოვებას ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, პეპი "ბარსელონასთან" ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი 2009 და 2011 წლებში იყო, ამის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ტიტულს
ვერც მიუნხენის "ბაიერნთან" და ჯერჯერობით ვერც "მანჩესტერ სიტისთან" ერთად შესწვდა.

მომზადებულია Dailymail-ის მიხედვით