პეტი: რაც მესი არ ჰყავს, გვარდიოლას 11 წელია ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ემანუელ პეტი თვლის, რომ "მანჩესტერ სიტის" "რეალთან" დამარცხებასა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაში დამნაშავე მისი მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა.

"გვარდიოლა დამუხტული იყო, მარეზსა და ფოდენს უყვიროდა. მისი ამოცანაა ფეხბურთელებს თამაშისას კონცენტრაციის საშუალება მისცეს. უგუნურებაა, მთელი მატჩის განმავლობაში გაცოფებული იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ ხანდახან ასისტენტები არ პასუხობდნენ. ძალიან აღფრთოვანებული გახლდათ, რადგან შეხვედრის დიდი დროის განმავლობაში მისი გუნდი იგებდა. "სიტი" არაფერს იგონებდა და სიტუაციას აკონტროლებდა.
მოჩანს კონტრასტი იურგენ კლოპის "ლივერპულისა" და "ვილიარეალის" მატჩისას. მაშინაც კი, როდესაც მისი გუნდი 0:2-ს აგებდა, სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
იგივე ითქმის მანჩესტერელებთან შეხვედრაში კარლო ანჩელოტიზე.

გვარდიოლას ძალიან დიდ პატივს ვცემ და იმასაც, რაც გააკეთა, მაგრამ თუ უნდა ზედმეტი ყურადღება მიიპყროს და გენიოსად მოგვაჩვენოს თავი... თუ ხვალ ასეთივე შედეგს აჩვენებს ჩვეულებრივ გუნდთან, რომელსაც არ აქვს სამმილიარდიანი ბიუჯეტი, მაშინ ვეტყვი, რომ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ახლა ეს ასე არ არის. შედეგი დაუნდობელია. მას შემდეგ, რაც მის გუნდში ლიონელ მესი არაა, უკვე 11 წელია ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია", - ციტირებს პეტის RMC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს თამაში ყველა წესით და ლოგიკით,სიტის არ უნდა წაეგო,მაგრამ მაინც წააგო.რეალი დიდი კლუბია,შესაბამისი ტრადიციებით და მენტალიტეტით,სიტი კი დღეს,რეალურად მასზე ძლიერიც კია,მაგრამ ის ახლა იქმნის დიდი კლუბის მენტალიტეტს და ასეთი მარცხის გაკვეთილი, ალბათ გასავლელი ჰქონდა.ამას დიდი ფული ვერ უშველის,ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიარონ და თუ მოთმინება ეყოფათ,გახდებიან დიდი კლუბი.ვფიქრობ იგივე მდგომარეობაშია პსჟ-ც.აქ მხოლოდ ფეხბურთელებს და მწვრთნელს არ ვგულისხმობ,მთლიანი კლუბი,მისი ფილოსოფია და ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მზად,დიდი მიღწევებისათვის.
სოსო
06 მაისი 2022 14:53
0
გვარდიოლაზე ალერგია მაქვს მას მერე, რაც ბაიერნი დაშალა, 3 წლის გან-ში ტიპს 3 თამაში არ უთამაშია ერთი შემადგენლობით?! ამას რა ჰქვია? რანაირად ვერ უნდა დააყენო 3 წელი შემადგენლობა, მართლა გაუგებარია. ახლაც იგივა დაემართა და ღირსია კიდეც რაც დაემართა. შვაინშატაიგერმა და კროოსმა მუნდიალი უპირობოდ მოიგეს, ეს კიდევ სკამს ახეხინებდა კროოსს, გადავიდა კროოსი რეალში და 3ჯერ მოიგო ლიგა!!! თან ისე, რომ თამაში არ გაუცდენია. ეს ერთი მაგალითია, თორემ რეები ჩაატარა ბაიერნში, აქ უბრალოდ დრო არ მეყოფა. ხავი, ინიესტა და მესი ერთ გუნდში შეიძლება 50 წელიწადში ერთხელ შეიკრიბოს და მათი მწვრთნელობა ადვილია, მესის გარეშე მითხარი შენ მოგება, თორემ მასე ვინ მოგვერევა მე და ბრუს ლის თემაა.
06 მაისი 2022 13:00
1
100% სიმართლეა
: )))))))
07 მაისი 2022 01:22
0
რომ მოეგო გვარდიოლას გენიოსია იტყიდნენ.წააგო და არმცოდნე გამოყავთ..მესი უდიდესი ფეხბურთელია.მაგრამ ამ პეტის და სხვა ბევრს ავიწყდებათ რა დონის სხვა ფეხბურთელები იყო იმ დროის ბარსაში..დიდი პატივისცემის მიუხედავად.რა დე ბრუინი.რა მარეზი..ხავი და ინიესტა ...ანრი და ეტოო..პუიოლი და ბუსკეტსი..ეხლანდელი სიტი ვერასიდეს მივა იმათ დონესთან..
Labirinti...
06 მაისი 2022 10:50
1
ეეჰ? როგორ მენატრება ის დრო, როცა ბარსაში ყველა რგოლში და ყველა ადგილზე, უდიდესი ვარსკვლავები თამაშობდნენ? ამ ვარსკვლავებიდან ყველაზე ძალიან, ლეო მესი მიყვარს დღემდე. ეხლანდელი ბარსა და მაშინდელი ბარსა, ცა და მიწა!
თენგო.
06 მაისი 2022 12:16
0
ეს უკვე პრემიერ ლიგაზე გიქრობდა და გაიყვანა ნახევარი გუნდი სტადიონიდან . ვერ გააცნობიერა რომ რეალს ეთამაშებოდა . სილვა დებრუიინის და მაჰრეზის გაყვანით დიდი შეცდომა დაუშვა.
ტოტტი
06 მაისი 2022 08:38
1

სიახლეები პოპულარული