უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

სალაჰი: "რეალთან" წაგება წაგვადგა

AutoSharing Option
"ლივერპულის" შემტევმა მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" წაგებული მატჩისას (1:3) სერხიო რამოსთან ბურთზე ბრძოლისას მიღებულ ტრავმაზე Sky Sports-თან ისაუბრა.

"იმედგაცრუებას ვგრძნობდი, დათრგუნული ვიყავი, მაგრამ დრო მკურნალია. ზოგიერთი სამუშაო საკითხი გადავწყვიტე და შვებულებაში გავედი. მაშინ უბრალოდ საკუთარ თავს ვკითხე: "რა გინდა? გააგრძელო ტირილი და დარდი, რაც უკან მიგათრევს თუ დაბრუნება გსურს?" და ყველა შესაძლებლიდან საუკეთესო საშუალებით დავბრუნდი. ამიტომ ვართ ახლა ჩვენ აქ.

იმ მატჩის შემდეგ შეხვედრა გვქონდა და მწვრთნელი გვესაუბრა. ვფიქრობ, წაგებას თავისი დადებითი მხარეები ჰქონდა. დამარცხებაში კარგი არაფერია, მაგრამ ჩვენ
წაგვადგა".