უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ანჩელოტიმ "ლივერპულთან" მომავალ ფინალზე ისაუბრა

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით გეგმებზე ისაუბრა.

"შეიძლება სასტარტოში როდრიგო ან ვალვერდე დავაყენო. შეიძლება არც დავაყენო, მაგრამ ისინი ითამაშებენ.

ვალვერდემ ხშირად უნდა დაარტყას კარში. ეს ეხერხება, თუმცა წინა მატჩებში ამას იშვიათად აკეთებდა, ბოლო შეხვედრებში მოუხშირა. ეს მისთვისაც კარგია და გუნდისთვისაც.

როდესაც ნაჩო გყავს, ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით მუდამ ეჭვები გაგაჩნია. "რეალში" მხოლოდ 11 ფეხბურთელს როდი შეუძლია თამაში", - განაცხადა ანჩელოტიმ "კადისთან" ნამატჩევს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი "რეალსა" და "ლივერპულს" შორის 28 მაისს გაიმართება.