"სიტისთან" ქამბექი რთული იყო, პსჟ-სთან სახალისო..." - ლუკა მოდრიჩი

AutoSharing Option
მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ქამბექის შესრულება "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ყველაზე რთული იყო, რადგან მატჩის დასრულებამდე დრო თითქმის აღარ გვრჩებოდა. პსჟ-სთან ეს მეტად მარტივი და სახალისო იყო, რადგან 15-20 წუთში ყველაფრის ჩვენ სასიკეთოდ შემობრუნება შევძელით".

ლეგენდარულმა ხორვატმა ასევე "ბერნაბეუს" მაგიაზეც ისაუბრა.

"ძალიან რთულია ახსნა ყველაფერი, რაც "ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ხდება. იმედი მაქვს, შევძლებთ და კიდევ ერთ ჩემპიონთა ლიგის თასს მოვიგებთ" - განაცხადა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს ქალაქ
პარიზში გაიმართება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
შეხედავ,ნაწუწნი კანფეტივით არის ჩამოთავებული.ნეტავი სად აქვს ან ამდენი სირბილის თავი,ან ამხელა საფეხბურთო ტვინი.
სოსო
19 მაისი 2022 15:46
2
სოსოსს.რა თქმა უნდა ეგეც მნიშვნელოვანია,მაგრამ რაღაც საზღვრებიც ხომ არსებობს,რომელსაც ვერ გადააჭარბებ.ეგ,იმ ზღვარს იქითაც გადის.აღტაცებული ვარ,მოდრიჩით და ჩემი კითხვაც, წმინდად რიტორიკული იყო.ჩემგანაც მიიღე ერთი მოწონება.
სოსო
21 მაისი 2022 16:45
0
პასუხი მარტივია: რეალის პრეზიდენტი ხელს უწყობს და ფეხბურთელსაც სტიმული ემატება, უფრო მეტი ენერგია ემატება და ეს ყველაფერი სათამაშო ფორმაზეც დადებითად აისახება.
sosos
19 მაისი 2022 17:52
1

სიახლეები პოპულარული