ეს მადრიდია - ბრწყინვალე კურტუა და "რეალმა" კარში ერთადერთი დარტყმით ჩემპიონთა ლიგა მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალმა" "ლივერპული" 1:0 დაამარცხა და მეთოთხმეტედ მოიგო ტურნირი.

შეხვედრის დაწყების წინ არენის მიმდებარე ტერიტორიაზე უბილეთო ინგლისელმა გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს და პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია. სტადიონთან რიგების, უსაფრთხოებისა და „ლივერპულის“ საცობში მოხვედრის (დანიშნულების ადგილზე 20 წუთის დაგვიანებით მივიდა) გამო, სეზონის დამაგვირგვინებელი მატჩი 36 წუთის დაგვიანებით დაიწყო - დაიწყო მეტ-ნაკლებად თანაბარი დებიუტით, სადღაც მე-15 წუთისათვის „წითლები“ ინიციატივას დაეუფლენ და მომენებტიც შექმნეს, მაგრამ სალაჰსა და მანეს გატანა კურტუამ არ დაანება. მადრიდელებს ერთადერთი შანსი ტაიმის დასასრულს ჰქონდათ, ბენზემამ გაიტანა კიდეც,
მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

შესვენების შემდეგ კლოპის გუნდმა ისევ შეუტია, ანგარიში კი „რეალმა“ გახსნა - ვალვერდეს პასით ალისონის კარი ვინისიუსმა დალაშქრა. მერსისაიდელები კვლავ გადავიდნენ იერიშზე, სალაჰს ბრწყინვალე კურტუამ სამჯერ არ გაატანინა და "ბლანკოსმა" გაიმარჯვა, გაიმარჯვა კარში ერთადერთი დარტყმით.

ანჩელოტი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ მოიგო, ხოლო კლოპმა 4 ფინალიდან 3 წააგო.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კურტუა აღიარეს. ტურნირის ბომბარდირი 15 გოლით ბენზემა გახდა. მან კაპიტნის სამკლავური და თასის აღმართვის უფლება მარსელოს მისცა, რომელიც "რეალში" 2007 წლიდან თამაშობდა და გუნდს დატოვებს.

პარიზი. „სტად დე ფრანსი“
ლივერპული - რეალი 0:1
გოლი: ვინისიუსი (58)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი (კეიტა 77), ალკანტარა (ფირმინო 77), დიასი (ჟოტა 65), სალაჰი, მანე

რეალი: კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი (სებალიოსი 90), ვალვერდე (კამავინგა 85), ვინისიუსი (როდრიგო 90+3), ბენზემა

მკითხველის კომენტარები / 33 /
მაგარი გუნდია რა ეს რეალი ლივერპული უკეთესი იყო აჯობა მაგრამ მაინც მოიგო როგორც ყველა ულოცავ მადრიდის რეალის ფანებს არ ჭირდება ამ გუნდს მბაპე შმაპე ისედაც მაგარია ეს გუნდი ❤️
კიჭი
29 მაისი 2022 01:50
7
ყველას გილოცავთ რეალის ფანებს. Hala Madrid!!!
მამუკა
29 მაისი 2022 01:58
8
ესეც ვიცოდი, კარლოს ვერ აჯობებდა კლოპა ვერაფრით. კარლო ბიძაა, ბრწყინვალეა და სადაც ეგაა იქ სხვა არავის მოსაგები არაა თითქმის საერთოდ.
Don
29 მაისი 2022 04:05
11
რა გუნდები დააწვინა, ბრავო, ბრავო კურტუა ბრავო ანჩელოტი, ბრავო ბენზო, ბრავო ფედე ,მოდრიჩი სასწაულია, მოკლედ სასწაულია მართლა!!!
ზ.გ.
29 მაისი 2022 02:19
7
კლასი და საფეხბურთო იღბალი ჰქვია ალბათ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა საქმის სწორად წარმოებასთან ერთადნ
ირაკლი ვარძიელი
29 მაისი 2022 02:14
1
რეალმა ერთხელ კი არ დაარტყა არამედ ორჯერ და ორი ბურთი გაიტანა.ვარის მსაჯს გაუმართლა რომ რეალმა მოიგო თორემ დაისჯებოდა 100% გოლის არ ჩათვლისთვის.ვალვერადის დარტყმულს ერთი იგერიებს ხოლო ბენზემას პასს მეორე უკეთებს.
ასეა ეს
29 მაისი 2022 13:31
13
უკეთესი თამაში გვინდოდა ყველას და ველოდი მთელი თამაში კამავინგას და როდრიგოს გამოყვანას და რეალის სტილის შეცვლას, მაგრამ პაპა კარლომ თურმე ეს ჩაიფიქრა - ატლეტიკოს სტილი ატლეტიკოზე უკეთესი შესრულებით. ზოგმა მეოთხედ და მეხუთედ მოიგო ლიგა - ამას გამართლებას და ლივერპულის უიღბლობას ვერ დააბრალებ.
???
29 მაისი 2022 10:32
1
შვილო, რეალი არი მეფე. სიტი და ლივერპული ამჟამად 2 მსოფლიოში საუკეთესო გუნდები არიან, მარა რეალს ჯერ მარტო ისტორია აქვს ისეთი და მუხტი აქვს ისეთი რო ეს თასები უკვე თავისით მოდიან.
Papi.
29 მაისი 2022 10:21
9
ღვარძლი არგინდათ ბავშვებო ;) მიულოცეთ ჩემპიონები მოდიან... კურტუა რეალის ფეხბურთელია მეზობლის გუნდში კიარაა... როცა კი აქტიურდებოდა რეალი მომენტს მომენტზე ქმნიდა რო გაეშვა გოლი მერე სულ სხვა რეალს ვიხილავდით... როგორც აწყობდა ისე ითამაშეს... ჰალა მადრიიიიდ
roni
29 მაისი 2022 08:36
7
100 %
სიმართლე
29 მაისი 2022 20:39
1
ჰალა მადრიდ.
ვინისიუსი იგულავე სანამ კვარა გადმოვა რეალში
BB
29 მაისი 2022 02:16
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული