კლოპმა წაგების მიზეზი ახსნა

AutoSharing Option
"რეალთან" ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალი (0:1) "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა BBC Sport-თან შეაფასა:

"ახლა გასახდელში ვერავინ გრძნობს, რომ სეზონი შესანიშნავი იყო. შესაძლოა, ამისათვის რამდენიმე საათი დაგვჭირდეს. კარგი, მაგრამ არაიდეალური შეხვედრა ჩავატარეთ. არ მგონია, რომ იდეალური თამაში ღრმა დაცვის მქონე გუნდთან შესაძლებელია.

ბევრი დარტყმები გვქონდა, თუმცა ყველაზე საუკეთესოები არა. კურტუამ ორი ტოპ-სეივი განახორციელა. ბიჭებმა ყველაფერი სცადეს, განსაკუთრებით გაშვებული გოლის მერე, მაშინ ისე ვთამაშობდით, როგორც ადრე გვინდოდა გვეთამაშა. ჩვენი ნახევამცველები ძალიან სიღრმიდან მოქმედებდნენ. გვინდოდა მეორე ტაიმში უფრო გაბედულები ვყოფილიყავით, სწორედ ეს ვუთხარი
შესვენებაზე.

განცდა სხვადასხვანაირია. ფინალამდე მისვლა არც ისე ცუდია, ეს გარკვეულწილად წარმატებაა, მაგრამ ის არაა, რასაც ისურვებდი".

მკითხველის კომენტარები / 9 /
კლოპ მაინც ქება და ქება შენ,ისტორიას წერ ძალიან ფასეულს,დარწმუნებული ვარ კიდევ მიაღწევ დიდ წარმატებებს, ოღონდ ეგ არ გინდა ღრმა დაცვა და ავტობუსი ,მეკარე ნახევარი გუნდია და შენ ეს იცი!!!!
ტიბო.
29 მაისი 2022 04:20
4
ეგ ნაღდია, ერთადერთი ინგლისური კლუბია რომელიც მიყვარს და ყოველთვის ვბალეშიკოობ თუ რეალს არ ეთამაშება იასნია. კლოპი კი ძაან მაგარია
გიო
29 მაისი 2022 09:53
1
რეალზე თქვა ღრმა დაცვაო. წაიკითხე გააზრებულად.
J
29 მაისი 2022 10:17
2
ყველა გამოხმაურება
"მეკარე ნახევარი გუნდია" DDD
:))
29 მაისი 2022 07:11
1
ლივერპულს მამარდა რომ ყოლოდა ჩემპიონი გახდებოდა, ამის მერე მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოს ჩემპიონატს!!!!!!!!
rigiti
29 მაისი 2022 14:18
24
აბა რა მამარდაშვილი რომ ყოლოდათ უკვე მარსზე იქნებოდნენ…
rigit-s
29 მაისი 2022 14:43
5
მეტი ტრანსფერია საჭირო. ცოდოა კლოპი და ბიჭები ტო, უყიდონ ცოტა მეტი მოთამაშე ტო. ლობჟანიძე საბა ლივერპულში ტო
კუ კობსონი
29 მაისი 2022 12:44
21
ტიაგო ალკანტარა ლივერპულში? -შეცდომა იყო იდეაშივე. ანგარიშისბშეარჩუნებისას თუ გამოიყვან მინდორზე მხოლოდ
rable
29 მაისი 2022 06:12
4

სიახლეები პოპულარული