მესიმ "რეალთან" მარცხზე, კორონავირუსის მძიმე შედეგებზე, ლევანდოვსკისა და ბენზემაზე ისაუბრა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში რეალთან" მარცხზე, კოვიდის შედეგებზე, რობერტ ლევანდოვსკისა და ქარიმ ბენზემაზე TYC Sports-თან ისაუბრა:

"ჩემპიონთა ლიგაზე გრანდიოზული ამბიციები გვქონდა. იმის გათვალისწინებით, როგორ განვითარდა "რეალთან" მატჩი, შედეგი ჩვენთვის სავალალო იყო. "რეალს" კარგად ვიცნობ, მთელი ცხოვრება მის გვერდით ვიმყოფებოდი და მესმოდა, რაღაც მსგავსი შეიძლებოდა მომხდარიყო - გოლს არაფრიდან გაიტანდნენ და თამაშს შეცვლიდნენ.

იგივე დაემართა დანარჩენ გუნდებსაც. ასე რომ, ეს ცალკეული შემთხვევა არ არის. წაგებამ გაგვანადგურა. "რეალის" მიმართ მთელი პატივისცემის მიუხედავად, ეს გუნდი ტურნირზე საუკეთესო არ იყო, თუმცა
ყველას სძლია.

კორონავირუსმა ჩემზე მართლაც სერიოზულად იმოქმედა. სიმპტომები, ვფიქრობ, იმის მსგავსი მქონდა, როგორიც სხვა უმრავლესობას. ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი. ამან გართულებები გამოიწვია, ფილტვები დამიზიანდა. ვარჯიში არ შემეძლო, თვე-ნახევარი ვერ დავრბოდი. არ მეშინოდა, დაგეგმილზე ადრე განვაახლე ვარჯიში და ამით საქმე მხოლოდ გავირთულე.

ლევანდოვსკიზე ხალხს შეუძლია ილაპარაკოს, რასაც ფიქრობს და მასაც იგივე შეუძლია. მის აზრს არ ვიზიარებ, თუმცა ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მაშინ მასზე გულწრფელად ვთქვი, მართლა მიმაჩნდა, რომ ერთი წლით ადრე საუკეთესო იყო და "ოქროს ბურთს" იმსახურებდა, მაგრამ როდესაც პრიზი მე მოვიგე, ის საუკეთესო არ გახლდათ. იფიქროს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

ბენზემა? უდავოდ იმსახურებს "ოქროს ბურთს". ცხადია, შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაასრულა. პლეი-ოფის ყველა მატჩში საკვანძო ფეხბურთელი იყო".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 21 /
რატომ ადარებთ მესის რონალდოს.
მესი არის გენია ზე ფეხბურთელი.
არის წმინდა სამება მამა ძე და სული წმინდა ე.ი
პელე მარადონა და მესი.

სულ მალე შეიძლება ვეღარც ითამაშოს
მაგრამ აქ საუბარია იმ 17 წელზე რომელის
დროსაც ეს ადამიანი სასწაულებს ახდენდა
გოლით ფინტით პასით და როგორც პლეიმეკერი.
აქვსენტი
31 მაისი 2022 16:03
9
რასაც შენ წერ აქვსენტი, ნამდვილად არ არის მოსაწონი! ლეო მესი ისედაც ვიცით, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ძალიანაც გვიყვარს და პატივს ვცემთ, მაგრამ შენი კომენტარი უკვე ცდება ყველანაირ ზღვარს! შემდეგში შეფასების დროს, გაითვალისწინე ზომიერება.
აქვსენტის, ლეო მესის ფანისგან.
01 ივნისი 2022 14:25
0
აქვსენტი ვაი შენს პატრონს
მესის დედაც...
01 ივნისი 2022 08:11
1
ერთი ვიცი ლეოსნაირი ფეხბურთელი აღარ დაიბადება!!!!!! მე პირადად ლეომ შემაყვარა ფეხბურთი!
გელა
31 მაისი 2022 15:53
2
ბოლო 5 წელში ერთ მნიშვნელოვანი თამაში მითხარი რომელიც მესიმ უმაღლეს დონეზე ჩაატარა.ხოლო 21 საუკუნუს საუკეთესო კაშკაშა ფეხბურთელი მფრინავი ტერმინატორია რომელმაც სიბერეშიც მხოლოდ შარშან და წელს 17 თამაშში გადამწყვეტი გოლები გაიტანა იუვეში,იუნაიტედში და პორტუგალიის ნაკრებში.
სტატისტიკას ვერ გაექცევი
31 მაისი 2022 14:17
9
ერთი შენა ხარ მფრინავი ტერმინატორი და მეორეც შენი ბებერი როლანდო.
სტატისტიკას
31 მაისი 2022 15:24
5
ვისაც მესი ბოლო 13 წლის ნომერ პირველ ფეხბურთელად არ მიაჩნია, ფეხბურთის აზრზე არ არის.
ILIA
31 მაისი 2022 13:06
5
ვისაც კორონა შეხვდა კი იცის, თუ რა გართულებებს გიტოვებს და არ გასვენებს. მეც შემხვდა ეგ ოხერი კორონა და დღემდე სუსტად ვარ, სუნქვა მიჭირს, სულ მეძინება მითუმეტეს კარგად მიმკურნალეს და არაფერი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ სიმპტომები რჩება კოვიდის მერე. ამიტომ ლეოსი კარგად მესმის.
გიორგი
31 მაისი 2022 12:42
0
პრიზი კი არ მოიგე, იყიდე იმიტომ რომ იმ წელს ყველა მნიშვნელოვანი თამაში ჩააგდე
არა ბნელა
31 მაისი 2022 11:34
9
ომაში 100% გეთანხმები რომ როცა ხავი-ინისესტა დაფრინავდნენ და საერთოდ სხვა განზომილებაში იყვნენ და მართლა ეკუთუვნოდათ ერთი ოქორს ბურთი მაინც, ამ კვერცხებმა აიღეს და მესის გლიჯეს მაინც.
ხავიერ-ს
01 ივნისი 2022 10:12
0
ისიც ვაღიაროთ, რომ მესის ერთ-ორი ოქროს ბურთი ისეთი აქვს აღებული, ქე რომ ხავის და ინისეტას უნდა მიეღოთ, მაგრამ...
ხავიერი
31 მაისი 2022 17:59
2
ყველა გამოხმაურება
მაგრად მეცოდება რომ ისე ამთავრებს კარიერას მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდა
imereli
31 მაისი 2022 09:33
6
და შენ რა იცი, რომ ვერ მოიგებს? (ღმერთმა ქნას) შენი შესაცოდი მესის ნამდვილად არაფერი ჭირს!
ვანგა იმერელსს.
31 მაისი 2022 11:33
2
დაიცა ტო! ნუ ჩქარობ! კაი ხარ მარა ჩქარი ხარ!
ქართველი
31 მაისი 2022 11:14
0
რეალს რომ ჰქონოდა ისეთი ბადე როგორიც ლივერპულს ჰქონდა ყველა იმას იტყოდა სუსტი მეტოქეები შეახვედრა სპეციალურად პერესმაო, იტალიის, საფრანგეთის და ინგლისის საუკეთესო გუნდებს მოუგეს და ახლა იმას იძახიან გაუმართლდაო, 8 წელიწადში გუნდმა 5 ლიგა მოიგო და თურმე უმართლებს
მამუკა
31 მაისი 2022 05:26
2
გულთან ნუ მიიტან, ილაპარაკონ რაც უნდათ, ფაქტი კი ფაქტად დარჩება.
გუნდი წააგებს თუ მოიგებს - ყოველთვის მიზეზების ძიებაში არიან, რომ გაამართლონ. აი, თვით მესიც კი უყურებს მიზეზებს.
ისე მაინც
31 მაისი 2022 10:37
0
დაიწყო ახლა მიზეზები! იქით კორონა აქეთ ლევანდოვსიკი და რეალი! მორჩა შენი ფეხბურთი. დაისვენე, შენც რონალდო ან იბრაგიმოვიჩი კი არა ხარ!
დავით
31 მაისი 2022 01:02
23
ისე პენსიონერებმმა, როლანდომ და ბაბუ იბრაგიმოვიჩმა კი არის დრო, გავიდნენ დამსახურებულ პენსიაზე და დაისვენონ!
დავითიჩსს
31 მაისი 2022 11:39
0
აბა გამოჩნდა ლეო და მიეცათ ანტი მესისტებს, "ენის ქავილის მიზეზი". მესის რაში ჭირდება ან როლანდო იყოს ან იბრაგიმოვიჩი? ორივეს არ გავკარით? მესი მესია და ამით ყველაფერია ნათქვამი!
დავითსს
31 მაისი 2022 11:30
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული