შირა: "მილანი" 1.3 მილიარდად გაიყიდება

AutoSharing Option
იტალიური "მილანის" მფლობელი Elliott Management Corporation-ი, სავარაუდოდ, კლუბს გერი კარდინალს (RedBird Capital Partners-ის დამფუძნებელი) მიჰყიდის. ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო შირაც ადასტურებს.

წყაროს თქმით, ღირებულება 1.3 მილიარდი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, 2021/22 წლების სეზონში "როსონერი" იტალიის სერია A-ს ჩემპიონი 11-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა.

მომდევნო სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკვე ჩემპიონის სტატუსით წარდგება და სავარაუდოდ, სიკვდილის ჯგუფშიც აღარ მოხვდება. მოგეხსენებათ, 2021/22 წლების ლიგის სეზონში "როსონერისთან" ერთად პლეი-ოფის საგზურისთვის "ლივერპული", მადრიდის "ატლეტიკო" და "პორტუ" იბრძოდნენ. საბოლოოდ, იტალიელები 4 ქულით ბოლო ადგილზე გავიდნენ, პირველ-მეორე
პოზიცია კი "ლივერპულმა" (18 ქულა) და "ატლეტიკომ" (7) დაიკავეს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგ შემადგენლობით მილანს არანაირი შანსი არ აქვს ლიგაზე, იტალიის ჩემპიონი კი გახდა მაგრამ რეალურად საშუალო დონის გუნდია
მამუკა
11:55 31-05-2022
14
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული