უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ეს იყო დიდი სირცხვილი" - მაკრონი ლიგის ფინალის წინ მომხდარ არეულობაზე

AutoSharing Option
საფრანეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის შსს მინისტრ ჟერალდ დარმანინს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მომხდარი არეულობის გამო მკაცრი საყვედური გამოუცხადა და დასაჯა.

"ის ძალიან გაბრაზებული იყო! მან შსს მინისტრს უთხრა, რომ შეეწყვიტა იმის თქმა, თითქოს ხელისუფლება არაფერზე არ არის პასუხისმგებელი!", - ჰყვება პრეზიდენტთან დაახლოებული წყარო.

მაკრონმა შსს მინისტრს ასევე უთხრა, რომ ეს იყო უდიდესი სირცხვილი და სამარცხვინო სანახაობა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 36 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მატჩზე დასწრებას უბილეთო გულშემატკივრები შეეცადნენ, რამაც არეულობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ