უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

შეთანხმება თითქმის მიღწეულია - უეფა რუსეთს ლიგის ფინალის ჩამორთმევისთვის კომპენსაციას გადაუხდის

AutoSharing Option
რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და ევრო 2020 წლის საორგანიზაციო კომიტეტის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი სოროკინმა დაადასტურა, რომ უეფა ანაზღაურებს სანქტ-პეტერბურგის ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მომზადების ხარჯებს.

როგორც მან განაცხადა, უეფასთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და შეთანხმება თითქმის ყველაფერზეა მიღწეული.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ლივერპულსა" და "რეალს" შორის სანქტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო ის პარიზში გადაიტანეს.

ფინალურ შეხვედრაში მადრიდელებმა "მერსისაიდელებს" 1:0 მოუგეს.
ასევე დაგაინტერესებთ