უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ცნობილია, სად გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის ფინალი - იქ ერთი ლეგენდარული ფინალი უკვე ჩატარდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ფინალი სტამბოლში, Atatürk Olympic Stadium-ზე გაიმართება. აღნიშნული სტადიონი 75 000 ადამიანს იტევს.

აღსანიშნავია, რომ ეს სტადიონი ჩემპიონთა ლიგის ფინალს მეორედ უმასპინძლებს. პირველად, 2005 წელს, იქ ლეგენდარული მატჩი გაიმართა: "მილანმა" და "ლივერპულმა" 3:3 ითამაშეს, პენალტებში კი "მერსისაიდელებმა" იმარჯვეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირება 2023 წლის 10 ივნისს გაიმართება.