"ჩვენ ის თამაში უნდა მოგვეგო..." - ანდერ ერერა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა ანდერ ერერამ ისაუბრა, თუ რატომ ვერ მოიგო მისმა გუნდმა აქამდე ჩემპიონთა ლიგა.

"2 წლის წინ ლისაბონში, ლიგის ფინალში, "ბაიერნთან" ბევრი კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ ის თამაში უნდა მოგვეგო. ამ სეზონში "რეალთან" 160 წუთის განმავლობაში უკეთესად გამოვიყურებოდით, თუმცა "ბლანკოსმა" ბოლო 20 წუთში დაგვამარცხა. ეს ფეხბურთია, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც სპორტის ეს სახეობა ასე ძალიან გვიყვარს.

რა თქმა უნდა, "რეალს" არ ვაკნინებ, მათ რაღაც განსაკუთრებული აქვთ, ამიტომაც აღწევენ მსგავს წარმატებას... მაინც ვფიქრობ, რომ მათთან ჩვენ უკეთ
გამოვიყურებოდით", - განაცხადა ერერამ.

მომზადებულია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
"რა თქმა უნდა, "რეალს" არ ვაკნინებ, მათ რაღაც განსაკუთრებული აქვთ" - რა თქმა უნდა, ეს არის ჭეშმარიტად ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარული და არა ფულზე ხამობა.
ისე მაინც
25 ივნისი 2022 23:01
3
რეალის აღზრდილი რამდენია რეალში შემახსენეთ რა ... სულ სხვა გუნდებიდან მზამზარეულ ფეხბურთელებს აგროვებს და აბა სულ უანგაროდ გადადიან რა....
კაი ერთი
30 ივნისი 2022 23:34
0

სიახლეები პოპულარული