უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ჩვენ ის თამაში უნდა მოგვეგო..." - ანდერ ერერა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა ანდერ ერერამ ისაუბრა, თუ რატომ ვერ მოიგო მისმა გუნდმა აქამდე ჩემპიონთა ლიგა.

"2 წლის წინ ლისაბონში, ლიგის ფინალში, "ბაიერნთან" ბევრი კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ ის თამაში უნდა მოგვეგო. ამ სეზონში "რეალთან" 160 წუთის განმავლობაში უკეთესად გამოვიყურებოდით, თუმცა "ბლანკოსმა" ბოლო 20 წუთში დაგვამარცხა. ეს ფეხბურთია, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც სპორტის ეს სახეობა ასე ძალიან გვიყვარს.

რა თქმა უნდა, "რეალს" არ ვაკნინებ, მათ რაღაც განსაკუთრებული აქვთ, ამიტომაც აღწევენ მსგავს წარმატებას... მაინც ვფიქრობ, რომ მათთან ჩვენ უკეთ
გამოვიყურებოდით", - განაცხადა ერერამ.

მომზადებულია championat-ის მიხედვით