სომხების წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე - რუმინეთის შემდეგ შანსი ლუქსემბურგის ჩემპიონთანაც ექნებათ...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გარკვეულ მოულოდნელობებს ყოველთვის გვთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი პირველივე რაუნდში დაფიქსირდა - სომხეთის ჩემპიონმა "პიუნიკმა" უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე საკმაოდ გამოცდილი, რუმინული "კლუჟი" 2 მატჩის ჯამში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ერევანში გამართული შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა, რუმინულ მატჩში კი მასპინძლები იგებდნენ, თუმცა სომხებმა ძირითადი დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე გაათანაბრეს - მეტოქის კარი სერბმა მცველმა გაჯიჩმა აიღო. "კლუჟმა" დამატებით ტაიმებში გაიტანა, რასაც სომხური კლუბის მხრიდან თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა მოჰყვა, თუმცა მელიქიანის გუნდი არ შედრკა და გაჯიჩმა დუბლი შეასრულა.
პენალტების სერია უკეთ სომხებმა შეასრულეს - რუმინელებმა 2 დარტყმა გააცუდეს.

"პიუნიკის" მომდევნო მეტოქე ლუქსემბურგის "დუდელანჟია". ასე რომ, ჩვენს მეზობლებს მე-2 ეტაპის გადალახვის რესურსი ნამდვილად აქვთ.

altასეთი წაგება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია?! - ბათუმელთა მარცხის მიზეზები, რომლებიც ერთ შეცდომაზე ძვირად ფასობს...

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩაწყობილ თამაშში მოგებულ გუნდს ნაკლები მოგება რჩება მეთქი - მომდევნო ეტაპხე თამაშში მონაწილეობა უამრავი ფული ჯდება, როგორც შინ ასევე გარეთ.პიუნუკისა და ჩვენი გუნდების მსგავსი, სტადიონზე მოსული მცირერიცხოვანი მაყურებლიდან ვერაფერ ხეირს ნახულობენ. პიუნიკმა კლუჟს უნდა გაუყოს თანხა, შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის მიღებული!
....
03:21 19-07-2022
2
ძირითადი დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე სომხებმა გაიხარეს, გაათანაბრეს...! ბათუმის დინამომ ოვერტაიმის ბოლო წუთზე გაუშვა საბედისწერო გოლი. მადრიდის რეალმა სიტის გოლი გაუტანა მატჩის ბილო წუთზე!? და ა.შ. რავა სულ ჩაწყობა და ტოტალიზატორი გელანდებაო.
....
07:50 18-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული