უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

სომხების წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე - რუმინეთის შემდეგ შანსი ლუქსემბურგის ჩემპიონთანაც ექნებათ...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გარკვეულ მოულოდნელობებს ყოველთვის გვთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი პირველივე რაუნდში დაფიქსირდა - სომხეთის ჩემპიონმა "პიუნიკმა" უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე საკმაოდ გამოცდილი, რუმინული "კლუჟი" 2 მატჩის ჯამში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ერევანში გამართული შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა, რუმინულ მატჩში კი მასპინძლები იგებდნენ, თუმცა სომხებმა ძირითადი დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე გაათანაბრეს - მეტოქის კარი სერბმა მცველმა გაჯიჩმა აიღო. "კლუჟმა" დამატებით ტაიმებში გაიტანა, რასაც სომხური კლუბის მხრიდან თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა მოჰყვა, თუმცა მელიქიანის გუნდი არ შედრკა და გაჯიჩმა დუბლი შეასრულა.
პენალტების სერია უკეთ სომხებმა შეასრულეს - რუმინელებმა 2 დარტყმა გააცუდეს.

"პიუნიკის" მომდევნო მეტოქე ლუქსემბურგის "დუდელანჟია". ასე რომ, ჩვენს მეზობლებს მე-2 ეტაპის გადალახვის რესურსი ნამდვილად აქვთ.

altასეთი წაგება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია?! - ბათუმელთა მარცხის მიზეზები, რომლებიც ერთ შეცდომაზე ძვირად ფასობს...

ასევე დაგაინტერესებთ