"პიუნიკი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა - დღეს "სლოვანი" თამაშობს

AutoSharing Option
26 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 6 საპასუხო მატჩი გაიმართა, კიდევ 6 და მათ შორის, "სლოვანი"-"ფერენცვაროში" კი, დღეს ჩატარდება.

"პიუნიკმა" ერევანში 0:1 წაგების შემდეგ ლუქსემბურგში 4:1 დაამარცხა "დუდელანჟი" და მესამე რაუნდში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ მერე სტუმრებმა ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. "დუდელანჟის" კარი ჟუნინიომ, ლუკა იურიჩიჩმა (ორჯერ) და იუსუფ ოტუბანჯომ დალაშქრეს.

მესამე ეტაპზე "პიუნიკი" "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება. სომხურ კლუბს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა უკვე გარანტირებული აქვს.

სხვა შეხვედრები

აეკ (ლარნაკა) -
მიდტიულანდი
1:1 (პენ 3:4) (პირველი მატჩი 1:1)
შერიფი - მარიბორი 1:0 (0:0)
პლზენი - ჰიკ 5:0 (2:1)
შემროკ როვერსი - ლუდოგორეცი 2:1 (0:3)
შკუპი - დინამო (ზაგრები) 0:1 (2:2)
"შკუპში" შეუცვლელად ითამაშა გაგი მარგველაშვილმა, მისი გუნდი კი ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც "შემროკ როვერსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველა ოსტატი ცდილობს რომ გამოცდილება შეგირდებს დაუტოვოს და ახალ თაობას გადასცეს….ეს ვეტერანები არაფერს ფიქრობენ იდეები არ აქვთ ქართული ფეხბურთი რომ ესეთ დღეშია? ამხელა საფეხბურთო ოჯახია ამ ქვეყანაში ყველა ბლატაობს ფეხბურთის მაგათ ღირსებას ეხება
გიო
27 ივლისი 2022 14:35
2
მარტო ფეხბურთში კი არა ქართული ბიზნესი არც ერთ სპორტში ფულს არ დებს, წამგებიანია და იმიტომ, ფეხბურთმა შეიძლება მოიტანოს ფული ოღონდ ისიც რამდენიმე წლის ფულის დების და დიდი შრომის შემდეგ, ხოლო მოგების გარეშე ფულის ჩადება არავის უნდა, მეტიც ქართული ბიზნესის მეცენატობა რაიმე ნებისმიერ სფეროში არის ნულის ტოლი, ხოლო სასპონსორო თანხებს იმდენად მცირეს იხდიან სასაცილოა..
Zviads
27 ივლისი 2022 13:55
0
უიიი!!! სომხეთის პიუნიკი კი არა, ბულგარეთის ჩემპიონიც ჩ/ლიგის მე-3 ეტაპზე გასულაა,აბა რებლედინგიო, გაზაფხული-შემოდგომიაო, საქართველოს ჩემპიონატის დონის მყინვარმწვევლამდე ასვლაო, ბათუმის დინამოს პროექტიო და ა. შ და ა.შ. ათასი ტვინის გამოსარეცხ და თვალებში ნაცარშესაყრელ ე.წ. პროექტებში ბიუჯეტიდან დახარჯული 300 მლ-მდე ლარი, შედეგი- 0. კიდევ--პრინციპში არც განსაკუთრებული რამე მომხდარა-გამოვარდით უსახელოდ, როგორც გასულ წლებში, სულ ეგ არის. მე თქვენ გეტყვით და ვინმე პასუხს აგებს თანამდებობრივად დამდგარ შედეგებზე ან წყაალში გადაყრილ მილიონებზე თუ გამპრავებლები არ გამოჩნდებიან პაჭკობით. ასე რომ თავაწეული წავედით ახალ წრეზე....
A BBA
27 ივლისი 2022 12:48
6
რავი მე რომ იგივე დავწერე, ფედერაცია რა შუაშიაოოო, აბა ეს ფული სად მიდის და რაში ვხარჯავთ? ან ვისი კომპეტენციაა საქართველოში საკლუბო ფეხბურთის აღორძინება? იქნებ ვინმემ მითხრას?
ჩვენი ბიზნესმენების იმედად ჩემი მტერი იყოს. არ იზავენ ესენი მაგას!
იქნებ საკანონმდებლო დონეზე რამე შეხავათი მაინც დაუწესოთ, ვინც ფულს ჩადებს.
ძაან მინდა ბერიძემ ბევრი ფული იშოვოს ბათუმიდან, იქნებ მერე მაინც დაინტერესდნენ
ზურა
27 ივლისი 2022 17:00
0
ყველაფერი უფრო მარტივად არის ვიდერ გგვგონია. ჩვენთა ყველაფერს აკონტროლებდა და აკონტროლებს მთავრობა. აქედან გამონდინარე ის დაფინანსება ვითომ არის და თან არ არის. ბიზმესმენები ერიდებიან ფულის ჩადებას, რადგან იციან რომ ფეხბურთიც მთავრობის კონტროლის ქვეშ არის. ჩVენ გვქონდა მაგალითები როგორ დაიძირა ცხონებული კოკაია თავისი ზესტაფონით. ჩვენ გვაქვს მაგალითი სიმპატიისა ფიფიას დიანმოს მიმართ ფედერაციის მხრიდან. ეს და კიდევ ბევრი სხვა გარემოება ქმნის არა ჯანსაღ გარემოს ჩვენ ფეხბურთში. საქრთველოში ბიზნესმენმა ვერ გააცნობიერა რომ ფეხბურთი არის ბიზნესი და საკმაოდ მომგებიანიც. იმის ლაპარაკი რომ მათ ლეგიონერები ყავთ და ვითომ ჩვენებს არ უნდათ ეს ხომ სასაცილოა? უნდათ ძალიან მაგრამ თანხა არა აქვთ და ფიფიას ნუ მომიყვანთ მაგალითად, ეს პიროვნება ცალკე სალაპარაკო ''ფენომენია''. ამ ქვეყანაში სანამ იქნება ერთ პარტიული სისიტემა ყველაფერში კონტროლი არჩევნებისათვის მანამ ვიქნებით ნაგავში. ესაა სიმართლე.
G.LA
27 ივლისი 2022 11:13
11
გეთანხმები: ერთპარტიული სისტემა არ უნდა იყოს, არჩევნებში ჩარევა არ უნდა იყოს.
მაგრამ აქ არ არის კავშირში. დომენტა თუ იყო უპარტიო, რა გაკეთდა? მაშინ დაიქცა ქართული ფეხბურთი საბოლოოდ.
კაირა
27 ივლისი 2022 12:06
7
კარგი ლეგიონერი რომ მოიყვანა ფული ვინ აკეთოს მერე? დინამოში ბანძ ლეგიონერებს ჯამში სიტყვაზე 100 000 ევროს რომ მისცემს ფიფია ხელფასს და იქიდან ჯიბეში 60 000 ევროს ჩაიდებს ჯიბეში ყოველთვიურად არ ურჩევნია?
ბექა
27 ივლისი 2022 10:24
7
ფიფია არა მაგრამ დოლიძე კი, ბათუმში ალბათ გეგუჩაძე დვალIშვილი
ზურა
27 ივლისი 2022 14:23
3
ის 100000-ც ფიფიას ფული არ არი? ანუ იღებს თავისი ჯიბიდან უკვე გათეთრებულ, კანონიერ ფულს და პირიქით ითვისებს/აქცევს ჭუჭყიან ფულად. კაი რა. რო გეთქვა თამაშებს ყიდისო, კიდე ხო, ვინმე სულელი დაიჯერებდა.
ვერგავიგე
27 ივლისი 2022 10:59
0
ოდნავ ხარისხიანი ლეგიონრები მოიყვანეს და შედეგიც აქვთ
დავითი
27 ივლისი 2022 09:26
0
გენაცვალეთ ბიჭებო. როგორც სომეხს ძალიან მიხარია, ჩემი ისტორიული სამშობლოს გუნდის წარმატება. ცრვენასაც გავცდებით თუ მოვინდომებთ❤ იმედია ქართული გუნდებიც მოიხოდებიან.
სანდრო გევორქიანი
27 ივლისი 2022 07:48
4
იმედია, ჩვენებიც მოიხოდებიან მადლობა! გილოცავთ და გისურვებთ შემდეგ წარმატებებს
შაკო
27 ივლისი 2022 10:27
2
ყოჩაღ .ჩვენ კი ....
dato
27 ივლისი 2022 10:05
1
პრემიერ ლიგის სერია-ას ლალიგის ბუნდელისგის გუნდებს რომელბსაც აქვთ 50-100 200 მილიონი ბიუჯეტი იმათ არ ეძლევათ შანსი რომ მოხვდნენ ჩემპ ლიგაზე ევროპალიგაზე უმაღლესი დონის გუნდები ვერხვდებიან რადგან 5 ში ვერ ვხდებიან შიდალიგებში და ჩვენ ათწლეულებია ყოველ წელს გვეძლევა შანსი რომ ჩემპლიგაზე ევროპალიგაზე და ახლა უკვე ფონცერენც ლიგაზე ვითამაშოთ და ერთი გუნდი ვერ გაკეთდა ამდენი წლის მანძილზე ქვეყანაში რომ რომელიმე ამ ტურნირზე გასვლის თავიქონდეს ჩემპლიგას თავი დავანებოთ ევროპლალიგა რომ მაინც ეთამამშაა ჩვენს გარდა ყველა გავიდა უკვე აღარ დარჩა გუნდი ევროპაში რომელმაც არ ითამაშა ევროტურნიებზე ჯუჯასახელწიფოების გუნდები გადიან უკვე და ჩვენ ერტ ადგილს ვტკეპნით.
გოჩა
27 ივლისი 2022 05:19
1
იმიტომ რომ ფეხბურთზე მოძველებული შგემოვნებაა გაბატონებული. ყველას მათ შორის ფანებსაც მოსწონთ უაზრო ბურთის თრევა და დაბალ ტემპში შესრულებული ტექნიკური ელემენტები.
ეგრეა
27 ივლისი 2022 10:55
0
თავის დროზე ავსტრის ჩემპიონატი იყო ძალიან დაბალი დონის მე 2 ბუნდესლიგის დონეც არ იყო და დღეს 2 გუნდი გაყავთ ჩემპიონთა ლიგაზე და ერთი პირდაპირ ჯგუფში ხვდება რატომ?? იმიტომ რომ იქ მოვიდა ხალხი რომელმაც იყიდა ზალსბურგი ჩადო სერიოზული ინვესტიციები გუნდში მოიყვანეს კარგი მწვრთნელები კარგი ფეხბურთელები და გუნდმაც დაიწყო წარმატებით თამაში რეგულარულად ხვდებოდა ევროპალიგის ჯგუფში იგებდა თამაშებს და ბოლოს იმდენი სარეიტინგო ქულები დააგროვა რომ უკვე ავსტრიას ზალსბურგის დიდი დამსახურებით პირდაპირ ჯგუფში ჰყავს გუნდი აი ესაა შედეგი და ჩვენ სად ვართ?? ქართულ ფეხბურთს არ ჰყავს პატრონი უკვე ნახევრად პროფესიონალურ გუნდებთან ვაგებთ და ერთი გუნდი თუ იქნება გამონაკლისი რომელიც 1-2 ეტაპს გაივლის. საქართველოში ფეხბურთი ბიზნესმენებს კომპანიებს ფირმებს არ აინტერესებთ ისინი საერთოდ არ ფიქრობენ ფეხბურთის განვითარებაზე და ფეხბურთში ინვესტიციების ჩადებაზე არც უცხოელები ინტერესდებიან ეგ სავსებით ბუნებრივია ქვეყანა რომლის გუნდებიც ნახევრად პროფესიონალურ გუნდებს ვერ უგებენ და პირველივე ეტაპიდან ვარდებიან იმ ქვეყნის გუნდებით რომელი ინვესტორი დაინტერესდება? გამოდიან მერე ეს ვაი ექსპერტები და აპრავებენ და აპრავებენ ხან რითი ხან რითი არადა რეალურად 30 წელია ვართ ქაქშიი ფსკერზე ვიყავით და ახლა ფსკერიც ჩავხრიტეთ უკვე. ყველაგნა პროგრესი და წინსვლაა ყველამ ისწავლა თამაში დღეს ისეთი გუდნები გადიან ევროტურნირებზე ჯგუფებში 10 წლის წინ რომ ვერც ვიფიქრებდი და ჩვენ სად ვართ?? ქართულ ფეხბურთს არაა ყავს პატრონიიი და მორჩაა.
ზურა
27 ივლისი 2022 05:01
3
უკვე მე-2 წელია, რაც სომხური გუნდი ევროპული ტურნირის ჯგუფს ითამაშებს, თანაც ცრვენა ზვეზდაც რომ დაამარცხოს ევროპალიგის ჯგუფშია!
აი ასე. ეს არის სწორი მუშაობის და სწორი ტრანსფერების შედეგი.საიმონ ბენიოს (რომელმაც ბურთზე ნორმალურად ფეხის დარტყმა არ იცის) და პრიეტოს მსგავსი ვაი ფეხბურთელები რომ არ მოყავს აი ის.ქვეყანაში საბა კვირკველია გყავდეს და მას აზერბაიჯანში უშვებდე სათამაშოდ, ვიქნებით იქ, სადაც ვართ.ყველაფერი კანონზომიერად ხდება.
ქობულეთიდან
27 ივლისი 2022 04:42
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული