უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

აზაროვის და გუგეშაშვილის გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდნენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა და გამარჯვებულები გაირკვა.

„ცრვენა ზვეზდა“ ჰაიფაში „მაკაბისთან“ 2:3 წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე 2:0-ს ამარცხებდა მეტოქეს, მაგრამ მოწინააღმდეგემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, შეხვედრა 2:2 დასრულდა და ბელგრადელები ევროპა ლიგაზე გადაერთვებიან, სადაც მათ რიგებში ასპარეზობის უფლება უკვე ირაკლი აზაროვს ექნება.

„ბენფიკამ“ კიევის „დინამოს“ ლისაბონში 3:0 მოუგო, ორი შეხვედრის ჯამში 5:0 გაიმარჯვა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

„ყარაბაღი“ ბაქოში „პლზენთან“ ნულოვან ფრეს დასჯერდა, ჩეხეთში 1:2 დამარცხდა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. აზერბაიჯანული გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგო იყო და
მე-19 წუთზე ეპიზოდის გაპროტესტების გამო ყვითელი ბარათი მიიღო.