ჩემპიონთა ლიგა. II ტური: "ლივერპულმა" "აიაქსი" დაამარცხა და "ნაპოლის" 3 ქულით დაწინაურების შანსი მიეცა - "ბაიერნმა" "ბარსელონას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში განსაკუთრებულ ინტერესს „ლივერპულისა“ და „აიაქსის“ და „ბაიერნისა“ და „ბარსელონას“ მატჩები იწვევდა.

„ლივერპულმა“ სახლში დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია „აიაქსს“ და თუ „ნაპოლიმ“ დღეს სტუმრად „რეინჯერსს“ მოუგო, ამ ორ გუნდს 3 ქულით ჩამოიტოვებს.

„ბაიერნმა“ შესვენების შემდეგ „ბარსელონას“ ოთხ წუთში ორი გოლი გაუტანა და გამარჯვება მოიპოვა. მიუნხენურმა გუნდმა "ბარსელონა" ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა - საერთო ანგარიში 19:4. “ბარსას“ თავდამსხმელმა ლევანდოვსკიმ თავისი ყოფილი გუნდის კარი ვერ დალაშქრა.

A ჯგუფი

ლივერპული. “ენფილდი“
ლივერპული - აიაქსი 2:1
გოლები: 1:0 სალაჰი (17), 1:1 კუდუსი
(27), 2:1 მატიპი (89)

B ჯგუფი

ლევერკუზენი. „ბაიარენა“
ბაიერი - ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 ანდრიხი (84), 2:0 დიაბი (87)

პორტუ. „დრაგაო“

პორტუ - ბრიუგე 0:4
გოლები: 0:1 ფერან ჟუდტგლა (15, პენ), 0:2 სოვა (47), 0:3 ოლსენი (52), 0:4 ნუსა (89)

C ჯგუფი

პლზენი. „დოოსან არენა“
პლზენი - ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ჯეკო (20), 0:2 დუმფრისი (70)
გაძევება: ბუხა (61, პლზენი)

მიუნხენი. „ალიანც არენა“
ბაიერნი - ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 ერნანდესი (50), 2:0 სანე (54)

D ჯგუფი

ლისაბონი. „ხოსე ალვალადე“

სპორტინგი - ტოტენჰემი 2:0
გოლები: 1:0 პაულინიო (90), 2:0 არტურ გომესი (90+3)

მარსელი. „ველოდრომი“
მარსელი - აინტრახტი 0:1
გოლი: ლინდსტრიომი (43)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვისაც გუნდში კამათი და ჩხუბი მოუვა მწვრთნელთან, მერე ახსენდებათ არა "ბავშვობის ოცნების" გუნდი? უბრალოდ ბარსა ყველა "განაწყენებულებების" კარგა მაგრა თავშესაფარი გახდა. ეს არის და ეს.
თორნიკეს, აქამდე სად იყო ?
10:28 14-09-2022
0
მეტითაც უნდა მოეგოთ გერმანელებს, ამ "აჯაფსანდალა" გუდისთვის, რომელსაც ბარსა ქვია.
ase...
09:23 14-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული