კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ნაპოლიმ" გლაზგოში 3:0 სძლია "რეინჯერსს". სტუმრები ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მასპინძელთა გუნდი გატყდა. ასე რომ, ქართველმა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ბრიტანული სპორტული ანალიტიკური კომპანია Opta იტყობინება, რომ კვარაცხელიამ კარისაკენ 8-ჯერ დაარტყა და ამ მაჩვენებლით მიმდინარე ტურნირის რეკორდი დაამყარა.

ის საუკეთესო იყო მეტოქის საჯარიმოში ბურთის შეხებით (8) და მოგებული ორთაბრძოლებით (16-დან 10), ასევე, სამჯერ აართვა მოწინააღმდეგეს ბურთი და სამი ჯარიმა გამოიმუშავა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჯერ სადაა, ჰალანდი უახლოეს ხანში და მბაპე 2 წელიწადში მაინც ან უფრო მცირე ხანში უნდა დასცეს!
ლაშა
17 სექტემბერი 2022 18:44
0
ხვიჩას მე პირადად ერთ-ერთ საუკეთესოდ ვთვლი მსოფლიოში, რადგან იტალიაში უკვე საუკეთესოა. მასში უდიდესი ტალანტია, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება. კარგი იქნება, როგორც ტექნიკური ფეხბურთელი, იტალიაში დარჩება ან უკიდურეს შემთხვევაში ესპანეთში წავა!
ლაშა
16 სექტემბერი 2022 22:10
0
დამრჩა შთაბეჭდილება თითქოს კვარა გარიყეს. იდენფერენტული, განყენებული იყო მომენტებში. მაგალითად კუთხურებისას, პენალტისას, ჯარიმებისას, და იყო მომენტები როდესაც დოინჯ შემოყრილი იდგა (ამის გამო ბევრი მწვრთნელი ცვლის მოთამაშრს), ანუ გაუცნობიერებლად თამაშში ბოლომდე ჩართული არ იყო. შეტევის მცდელობისას პარტნიორები, როდესაც თავისუფალი სივრცეები იხსნება, პასს ან უგვიანებენ, ან საერთოდ არ აძლევენ, ან ბურთთან ერთად მოწინააღმდეგეც თან მიჰყავთ. ანუ კვარას არ აძლევენ თავის თამაშს, სისწრაფეზე, სივრცეებში. სივრცეების გახსნაზე მათი მხრიდან, იშვუათი გამონაკლისის გარდა, მცდელობაც არ არის. პოლიტანოს ჰქონდა წინა თამაშებში ამის მცდელობები. რეინჯერსთან არა! კვარაც ვერ იყო მობილიზებული. დარტყმების დროს კორპუსი უმრავლეს შემთხვევაში უკან რჩებოდა, ან ფეხს უდგავდა შორს, რის გამოც ბურთი სულ მაღლა გაურბოდა.იმედია სპალეტიც დაინახავდა ამ ყველაფერს.
სბოლოო შედეგით ცუდად არ უთამაშია, დაცვაშიც ბევრი იმუშავა, მაგრამ მაინც უკმაყოფილობის გრძნობა დამრჩა. მას გაცილებით მეტი შეუძლია!!! მიდი ჩვენო ოქროს ბიჭო!!! წარმატებები!
G.A.L.
15 სექტემბერი 2022 20:30
2
კი, ასეთი შთაბეჭდილება რჩება, მაგრამ დარწმუნებული ვარ სწორ დასკვნებს გამოიტანს. მარტო თამაშებს მართლა ვერავინ იგებს! ხვიჩა მარცხენა გარემარბია ისევე, როგორც მიშა მესხი (ისევე დოინჯშემოყრილი იდგა ხოლმე მასსავით, მაგრამ ეხლა უკვე გაითვალისწინებს იმედია), მას შესანიშნავი უნარები აქვს აფეთქების და კიდევ უფრო დახვეწავს თავის შემოქმედებით უნარებს. წარმატებები ხვიჩიკოს!
ლაშა
16 სექტემბერი 2022 22:08
0
ყველაზე მისი მაგარი თამაში და რეკორდი იყო როცა რუბინი პოლონეთის რაკუვს ეთამაშებოდა 35 დრიბლინგი. ამდენი არავისგან გამიგია! ნახეთ ლინკი:
The Day Khvicha Kvaratskhelia Attempted 35 Dribbles in a Single Game!
დავით 67
15 სექტემბერი 2022 19:30
1
მალე რეკორდებში დაუწერენ კვარამ შვიდჯერ გადააფურთხა მეტოქის საჯარიმოში სამჯერ ცუდი თვალით შეხედა მსაჯს და აშ აცალეთ აცალეთ ამ კაი კაცს თანაში
Gaga
15 სექტემბერი 2022 16:15
4
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რონალდინიო დიდ სიამოვნებას იღებდა თამაშით. ხვიჩა მას მაგონებს.
დათო
15 სექტემბერი 2022 15:19
1
სანაია და ძმანი მათნი მომიკითხეთ დიდი სიყვარულით
მამუკა
15 სექტემბერი 2022 14:28
10
პენალტი როგორ არ დაარტყმევინეს ხვიჩას, ამ ბოღმებმა. შური და ბოღმა ყველაზე ამაზრზენი გრძნობებია ადამიანებში. მაგრამ რა გინდა რომ ჰქნა...
ლევანი
15 სექტემბერი 2022 13:47
1
სულ რაღაც ორი თვის წინ სად იყო კვარა ? და ეხლა სადაა ? იაზროვნეთ განსაკუთრებით ვისაც ფეხბურთი ესმის .
dato
15 სექტემბერი 2022 12:51
1
პენალტი კვარას უნდა დაერტყა , მეკარემ კიღამ მესამე აიღო პოლიტანოს არა კაი ტიპი ასე არ გამოვა :)
ნიკა
15 სექტემბერი 2022 12:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული