სპალეტი: "კვარა" ქმნის სიგიჟეს, მაგრამ ეს თქვენთვის იგებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"კვარაცხელია? თქვენ მასზე ამბობთ, რომ ძლიერი, ძლიერი, ძლიერია. შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება, კარში ურტყამს, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს. ნდომბელეს გოლი ვინ შექმნა? ანგისამ. გოლი მისი დამსახურებაა.

"კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვას წელავს, კარისაკენ დრიბლინგს აკეთებს, ძალიან ძლიერია, მაგრამ უნდა იცოდეს, სწორი გამოსავალი როგორ მოძებნოს. პოლიტანომ გრძელი გარბენი გააკეთა, შემდეგ კი არანორმალური პენალტი გაიტანა, სუპერპენალტი. შევცვალე, რადგან ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

ისინი განსაკუთრებულები
არიან, რათა უფრო ძლიერები გავხდეთ. თამაშს ჩვენთვის ერთი ფეხბურთელი არ იგებს, ეს თქვენთვის იგებს ერთი. თუ კიმი ყველა საჰაერო ორთაბრძოლას არ მოიგებს, თუ ლობოტკა და ანგისა ნახევარდაცვაში ბურთს ვერ გაათამაშებენ, მაშინ "კვარა" ბურთს ორჯერ შეეხება. მას აქვს ხარისხი და ალღო, ქმნის განსხვავებას, სიგიჟეს, ჯანსაღ სიგიჟეს, თუმცა გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია", - ციტირებს სპალეტის Tutto Napoli.

მკითხველის კომენტარები / 63 /
სპალეტი ვერაა ვერც ახალკაცის და ვერც ფერგიუსონის დონის,ნუთუ ვერ შენიშნა,რომ სამ ოთხ თამაშში მათ შორის კუნძულელებთანაც,გარდატეხვა გოლამდე შექმნით,კვარაცხელიამ ითავადა ნუთუ სპალეტი ვერ ხედავს,რომ ოსიმენის ტრამვამდეც და ეხლაც,უმრავლესი მისი გუნდის მოთამაშენი პასს ნაკლებად აძლევენ,მარიო რუით დაწყებული და ზელენსკით დამთავრებული ,და ეჭვი არავის შეგეპაროთ რომ ხვიჩიას მიერ შექმნილი პენალტის არ დარტყმის უფლება სპალეტის ბრძანებით მოხდა და მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ხვიჩიას უადგილო კრიტიკაც უადგილო დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდგომ,თავისი რენომეს ასაწევად თქმული,გუნდში მისი ლიდერობის თვის იყო გახმოვანებული და თუ ხვიჩამ ასევე ძლიერად განაგრძო თამაში,ამგვარად მის გაკრიტიკებას,ვეღარ შეძლებს,რაც არ უნდა ირტყას მჯიღი გულში რომ გუნდის შემქნელი იგია სპალეტი.კი გუნდი მან შექმნა ,მაგრამ სკუდეტოს მოსაგებად კვარაცხელიას ნაირი ფენომენებიცაა საჭირო,ამგვარ აქსიომას კი ლუჩიანო ღრმად ვერ აცნობიერებს.
ზ.მ.
16:48 18-09-2022
0
ვერ დავიჯერებ, რომ სპალეტის ჩვენზე მეტად არ უნდა ხვიჩას ვარსკვლავობა, ვაცადოთ რაა ორივეს. სპალეტიმ ჩემზე კარგად იცის ფეხბურთი და მგონია, რომ თქვენზე მეტადაც...(ნუ ჩამქოლავთ)
კახელი პაპა
11:55 16-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული