უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"რეინჯერსმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" მატჩის წინ უეფას აკრძალვა დაარღვია - დაისჯებიან გლაზგოელები?

AutoSharing Option
"რეინჯერსმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის საშინაო მატჩის წინ უეფას აკრძალვა დაარღვია. 

ბრიტანული გუნდების - "ჩელსის", "სიტისა" და "რეინჯერსის" სურვილი იყო, რომ დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნის პატივსაცემად მატჩების დაწყების წინ ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნი დაეკრათ, რაზეც უეფამ უარი განაცხადა. 

მიუხედავად ამისა, წუთიერი დუმილის შემდეგ "რეინჯერსის" სტადიონზე ბრიტანეთის ჰიმნი მაინც შესრულდა, რითიც უეფას წესი დაირღვა.

მოგეხსენებათ, "აიბროქსზე" კვარაცხელიას "ნაპოლიმ" 3:0 იმარჯვა. ჯერჯერობით უცნობია, დასჯის თუ არა უეფა გლაზგოურ კლუბს.