სპალეტიმ "აიაქსთან" სასტარტოს როტაცია დააანონსა - ეს კვარაცხელიას შეეხება?

AutoSharing Option
"აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა:

"აიაქსი" ჩვენსავით თამაშობს. მათ მოსწონთ ბურთის ფლობა, მაგრამ აქვთ შეტევის ვერტიკალური ინტენსიური გადაწყვეტილებები. პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, თუმცა შესაძლებლობების ზღვრამდე. ეს ძალასა და თვისებებს მოითხოვს. საკუთარ თავში ჩახედვა გვმართებს, რათა გავიგოთ, როგორ წარმოვაჩინოთ საუკეთესო უნარები.

საინტერესო შეხვედრა იქნება, მდიდარი ისტორიის კლუბს დავუპირისპირდებით. დიადი რომ გახდე, დიად მოწინააღმდეგეებთან უნდა ითამაშო. გარკვეულ დონეზე საკუთარი ფასეულობის გაზომვის შესაძლებლობა გვექნება. თუ მოვახერხებთ დავამტკიცოთ, რომ ეს შეგვიძლია, კარგი პასუხი
გამოგვივა. გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლება საკვალიფიკაციო ეტაპი ვადამდე გადავლახოთ, მაგრამ ვიცით, გრძელი გზა გველის და გვეყოლება ისტორიაში აღიარებული გუნდი".

სპალეტიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული, სასტარტოში ცვლილებები განახორციელოს, რასაც არ დააკონკრეტებს. ეს იმით იქნება გამოწვეული, რომ მისი რამდენიმე ფეხბურთელი კარგად ირჯება, თუმცა ყველა მატჩში შეუცვლელად თამაში არ შეუძლიათ.
ასე რომ, დაველოდოთ სპალეტის მიერ ძირითადი შემადგენლობის გამოცხადებას და ვნახოთ, შეეხება თუ არა როტაცია ხვიჩა კვარაცხელიას.

altკრისტიან ძაკარდომ ახსნა, რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი "მილანსა" და "იუვენტუსში"

alt"კვარაცხელია ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით, ერთ კომპონენტში" - "აიაქსის" თავკაცი ხვიჩაზე საუბრობს

alt"შესვენებაზე ფეხბურთს ვთამაშობდით, ბურთს დამიგორებდა და მაგულიანებდა - დაარტყით, მასწ!" - ინტერვიუ ხვიჩას მასწავლებელთან

მკითხველის კომენტარები / 15 /
დონ სპალეტი ხვიჩას გარეშე აიაქსს ვერ მოუგებ იცოდე არც კი იფიქრო სხვანაირათ ხვიჩას გარეშე ნაპოლი ვერ გაქაჩავს ბოლომდე ათამაშე
ზაზა
04 ოქტომბერი 2022 19:39
0
როტაციის მთავარი კანდიდატი,სავარაუდოდ პოლიტანო იქნება.მან ახლად მოშუშებული ტრავმა გაიმიზეზა და შეცვალეს.ამიტომ არა მგონია, სასტარტოში დააყენოს.ალბათ ლოზანოს გამოუშვებს.ანგისამაც ძალიან ბევრი ირბინა და შესაძლოა მისი შეცვლაც იფიქროს,თუმცა არა მგონია,რადგან ძალიან შრომისუნარიანი ფეხბურთელიცაა და ძალიან მნიშვნელოვანიც.
სოსო
04 ოქტომბერი 2022 16:04
1
რა კრიტერიუმიტ უნდა დასვას კვარა სკამზე. ნაპოლის საუკეთესო მეგოლე?
las
04 ოქტომბერი 2022 13:59
0
დიდი ალბათობით ზამენაზე იქნება თან საინტერესოა როგორ ითამაშებენ ხვიჩას გარეშე,მეორე ტაიმში შემოვა თუ ელმასმა არ გაიგიჟა თავი
dato
04 ოქტომბერი 2022 12:56
6
რა როტაცია ხალხო ? აიაქსთან თანაც სტუმრად როტაციების დროა ? შეიძლება ლობიტკას დამხმარედ მეორე საყრდენი დააყრნოს ცდა დანარჩენ ყველაფერს უცვლელად დატოვებს ! როტაციას გააკეთებს კრემონეზესთან შემდეგ ტურში დაასვენებს ნახევარ გუნდს ხვივას და სხვა ლიდერებს დასვამს შეცვლაზე სკამზე და თუ საჭირო არ გახდა არც გამოიყვანს
zura222
04 ოქტომბერი 2022 12:39
0
სპალეტი მაღალი კლასის სპეციალისტია. ხვიჩას გაუმართლა რომ მასთან არის.
გია
04 ოქტომბერი 2022 12:04
1
ჩემი ვარაუდით დღეს წააგებს ნაპოლი. ძალიან ძლიერი გუნდია აიაქსი და ურთულესი თამაში იქნება.
სამწუხაროდ მგონია რომ დღეს ექნება ნაპოლის პირველი წაგება.
.
04 ოქტომბერი 2022 11:12
17
პესიმიზმის მწვერვალზე ხარ. გუნდზე იძახი წააგებსო რომელიც ლივერპულს ჩაგრავს, მილანს სან-სიროზე უგებს და დანარჩენ გუნდებს უბრალოდ ბრდღვნის. ამაღამ შოუ იქნება 11 საათზე და უყურე. ნუ ხარ პესიმისტი უბრალოდ ისიამოვნე.
roma bejanidze
04 ოქტომბერი 2022 16:34
0
როცა თავიდან არ გამოიყვანა ძალიან გაუჭირდა და არა მგონია ისევ გაბედოს სასტარტოში კვარას გარეშე თამაში!
ირაკლი
04 ოქტომბერი 2022 10:35
0
რატომ ხართ ჟურნალისტები პანიკიორები? კვარა უკვე სპალეტის თილისმაა. წინა თამაშზე რატომ უყვიროდა იცით? რომ ხედავს კვარა ლიდერია და უნდა რომ მისგან მაქსიმალური პოტენციალი გამოწუროს. ადრე სულ აკრიტიკებდა ბურთს დიდხანს ათრევსო. ტორინოსთან მოთხოვა ცენტრში შეიწიეო. იცით რას ნიშნავ ეგ? მარცხენა ნახევარმცველის და ცენტრფორვარდის შესრულება ერთად მოთხოვა. ანუ მალე სრულ თავისუფლების მიცემას აპირებს. უნდა რომ ნელნელა შეაჩვიოს ყველა პოზიციაზე თამაშს ერთდროულად და მეტოქის მცველები კვარას გამო სულ ტერორში ყავდეს. დაგავიწყდათ მილანის მცველები რა დღეში შეიყვანა? მაინც აიკიდა პენალტი და მოგებას გასაქანი მისცა. მილანთან ორივე გოლი კვარას ფლანგიდან გავიდა. ტორინოსთან 2 ზუსტად მახსოვს. მესამე არ მახსოვს.
roma bejanidze
04 ოქტომბერი 2022 08:59
2
ტორინოსთან ხვიჩამ სამივე გოლში მიირო აქტიური მონაწილეობა--მესამე გოლში თითქოს არ მონაწილეობდა მთლიანად ანგისამ შექმნა თითქოს გოლი--წაიღო გაიარა მთელი მოედანი და თვითონ გაიტანა მაგრამ რატომ დაარტყა ასე თავისუფლად ? იმიტომ რომ ცენტრში ხვიჩა იხსნებოდააქტიურად იცვლიდა ადგილებს და ორი მცველი დარაჯობდა და არ გადავიდა ერთი მცველი ანგისაზე ხელის შესაშლელად !
zura222
04 ოქტომბერი 2022 12:44
0
მესამე გოლის შემთხვევაში,ანგისა,მეორე ფლანგიდან,ცენტრიდან გაიქცა ბურთიანად,მცველი ძალიან ჩამორჩა სისწრაფეში და მანაც პირისპირ გასულმა,გოლი გაიტანა.გოლის დროს,ორი მცველი დაცვის ცენტრში იდგა და ანგისაზე გადმოსვლა,ვერ გაბედეს,რადგან იქ,ნაპოლის ფეხბურთელები ელოდნენ ბურთს.რასაც სპალეტი ხვიჩას ასწავლის,რომ ცენტრისაკენ გადმოვიდეს და იქიდან შეუტიოს,ჩვენი ნაკრებისათვის არის საუკეთესო ვარიანტი და ბევრ პრობლემას მოგვიხსნიდა.მით უფრო,რომ მარცხენა ფლანგზე სხვა კარგი ბიჭებიც გვყავს,ცენტრიდან კი,ხვიჩა იდეალური გამთამაშებელი დადგება და ნახევარდაცვასაც საგრძნობლად გააძლიერებს.მას ხომ თუ სურს,ართმევაც კარგად ეხერხება.ჯერ ამას სცდის და თუ გაუმართლა,შესაძლოა მარადონასავით,სპალეტიმ,მასაც თავისუფალი მხატვრის ფუნქცია მიანიჭოს.ერთ და ორ დღეში ეს რა თქმა უნდა არ მოხდება.ამას დამსახურება სჭირდება
სოსო
04 ოქტომბერი 2022 12:06
1
გუნდი კარგად მიდის, თამაშებს იგებს და რადროს როტაციებია
gio
04 ოქტომბერი 2022 08:02
1
ეგრე ორი-სამი დღის წინ ყველას ქონდა თამაში, აბა ხვიჩას კითხე დასვენება უნდა თუ თამაში? ახალგაზრდები არიან და ფორმაში არიან, ჩემპიონთა ლიგაა და როტაციების დრო არ არის. ხვიჩა რომ ძირითადში არ დააყენოს ხომ ყველას გაგვიტყდება
დათა-ს
04 ოქტომბერი 2022 14:55
0
ორი დღე ქონდა მხოლოდ გუნდს დასასვენებლად. რკინაც კი იღლება ზედმეტი დატვირთვისგან, ადამიანებზე გვაქვს საუბარი, რობოტები ხომ არ არიან.
დათა თუთაშხია
04 ოქტომბერი 2022 11:50
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული