ხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლის" "აიაქსი" ბრდღვნად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „აიაქსი“ 6:1 დაამარცხა.

ნეაპოლელთა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ საუცხოოდ ითამაშა, გოლიც გაიტანა, საგოლე გადაცემაც გააკეთა, დაცვასაც ეხმარებოდა და სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტში კუდუსის გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და შეუტიეს: ხვიჩას შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. ცოტა ხანში რასპადორიმ ანგარიში გაათანაბრა. მერე ლოზანოს განივ გადაცემაზე ხვიჩამ მეურვეს დაასწრო, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. მორიგი იერიშისას კი გათამაშებულ კუთხურს საჯარიმოში „კვარას“ პასი და დი ლორენცოს გოლი
მოჰყვა. ტაიმის დასასრულს ზილენსკიმაც დალაშქრა ამსტერდამელთა კარი და ნეაპოლელებმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს.

შესვენების შემდეგ რასპადორიმ დუბლი შეასრულა. ხვიჩას ორჯერ ეუხეშნენ, ფეხმტკივანმა მაინც გაიტანა და შეცვლა თავად მოითხოვა. დარჩენილ დროში პასვეერი შეცვლაზე შესულმა სიმეონემაც დაამწუხრა და დიდებულმა "ნაპოლიმ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ A ჯგუფში 9 ქულით ლიდერია, ფაქტობრივად გაინაღდა პლეი-ოფის საგზური და შემდეგ მატჩს ტურნირზე „აიაქსთან“ სახლში, 12 ოქტომბერს გამართავს.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“
აიაქსი - ნაპოლი 1:6
გოლები: 1:0 კუდუსი (9), 1:1 რასპადორი (18), 1:2 დი ლორენცო (33), 1:3 ზილენსკი (45), 1:4 რასპადორი (47), 1:5 კვარაცხელია (63), 1:6 სიმეონე (81)
გაძევება: ტადიჩი (73)

დღეს ამავე ჯგუფში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „რეინჯერსს“ 2:0 სძლია.

ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - რეინჯერსი 2:0
გოლები: 1:0 ალეკსანდერ-არნოლდი (7), 2:0 სალაჰი (53, პენ)

მკითხველის კომენტარები / 32 /
თამაშის წინ მე დავწერე აიაქსს სიკვდილის ბუზი დააჯდა მეთქი ხო ახდა ? ახლა კიდევ დავამატებ წინასწარ ხვიჩა და კომპანია დარჩენილ სამივე თამაშსაც მოიგებს ლიგაზე და ქართველი გადაუვლის ყველას დაცვას იმიტომ რომ უძლიერესია და თანაგუნდელებს დიდ სტიმულს აძლევს ნაპოლი უკვე შედის საუკეთესო სამეულში !!!
ზაზა
05 ოქტომბერი 2022 19:25
0
ზაზაი, შენს პირს თაფლი და გოზინაყი, კიდენა ქვევრის კახური ხაშლამითა, დედას პურითა და მრავალჟამიერით
ვანო
07 ოქტომბერი 2022 16:11
0
შესანიშნავი გოლი იყო!!! წარმატებები ხვიჩას და... საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
05 ოქტომბერი 2022 16:35
0
წელს ნაპოლი სკუდეტოს თუ მოიგებს მთლიანად გუნდს და განსაკუთრებით ხვიჩას რამხელა აღიარება ექნება. ისე იმასაც ვფიქრობ თუ ესეთ ფორმაში დარჩებიან ლიგაზე რაც შეიძლება შორს, თუნდაც ფინალამდე გასვლა არ იქნება წარმოუდგენელი
აკო
05 ოქტომბერი 2022 12:16
0
ფაქტიურად, განახალებული შემადგენლობით, ვარსკვლავური გუნდის დაბადებას ვადევნებთ თვალს.
წარმატებები ხვიჩას და მის თანაგუნდელებს.
მიშა
05 ოქტომბერი 2022 11:07
0
მართლაც ასეთი ლამაზი ფეხბურთი დიდი ხანია არ მინახავს, დიდ ოთხეულს: რეალი, ბაიერნი, პსჟ და მან.სიტის ნამდვილად უნდა დავუმატოთ წელს ნაპოლი.. ამ გუნდს ასეთი თამაშით უბრალოდ უფლება არ აქვს დიდი მიზნებისთვის არ იბრძოლოს, ფორცა ნაპოლი
papai
05 ოქტომბერი 2022 12:49
0
ასეთი "აიაქსი" დავბერდი კაცი, მომკალი და არ მახსენდება! თითქმის ყველა ორთაბრძოლა უხეშობით მთავრდებოდა. ტადიჩი არ არის ცუდი ფეხბურთელი და ისიც უხეშობდა. მწვრთნელის დავალება იყო ყველას მიმართ აგრესიული თამაში, უხეშობის ზღვარზე! ამას კი ვინ შეძლებს, ვინ ვერა!
კვარას პირველი სეზონი აქვს იტალიაში, ისიც როგორ დონეზე - კალჩო და ლიგა! ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს. ფიზიკური კონდიციები გაეზრდება, მიიღებს გამოცდილებას დიდ და მძიმე სტადიონებზე თამაშის (ასეთებია კრუიფ-არენა, სანსირო, ენფილდი, ოლდტრაფორდი და ა.შ.) და მერე ნახეთ! კვარას ცუდად არ უთამაშია (გოლი და საგოლე პასი), უბრალოდ ჩვენ მისი პოტენციალიდან გამომდინარე, მეტი გვინდა. ყველაფერი კარგად იქნება. წინ ჩვენო ოქროს ბიჭო!!! წარმატებები!
G.A.L.
05 ოქტომბერი 2022 10:34
0
სოფლის გუნდიო არა? ვიტესი რა იყო?
ზურა
05 ოქტომბერი 2022 08:42
1
ხვიჩა და კომპანია გზად ყველაფერს მუსრავს ნახევარი გუნდი ვარსკვლავები არიან უკვე ამ სეზონში ყველა მათი თამაში ნამდვილი სანახაობაა ჩვენი სიამაყე კი უმაღლეს სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს მე უკვე მგონია რომ ნაპოლის ამ სეზონზე ვერავინ ვერ შეაჩერებს
ზაზა
05 ოქტომბერი 2022 07:43
0
თამაშის საუკეთესო მომენტები გადაღებული იტალიელი გულშემატკივრების მიერ
https://www.youtube.com/watch?v=tX9QJdZhKFw
ქ. გ.
05 ოქტომბერი 2022 07:36
0
რას თამაშობს ეს სოფლის გუნდი....ა რას იტყვი მერაბ
კახა ქ.
05 ოქტომბერი 2022 03:14
0
ვიდეო. ხვიჩა აეროპორტში. ფეხზე ბინტი აქვს.
https://www.youtube.com/watch?v=IMu2mhTNgfQ
ქ. გ.
05 ოქტომბერი 2022 03:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული