ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "ლივერპულმა" "რეინჯერსი" გააბითურა - "ბარსელონა" "ინტერთან" მარცხისგან ლევანდოვსკიმ იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მეორე სათამაშო დღეს "ლივერპულმა" სტუმრად "რეინჯერსი" 7:1 გაანადგურა და A ჯგუფში ლიდერ "ნაპოლის" 3 ქულით ჩამორჩება. სალაჰმა ტურნირზე ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი შეასრულა - 6 წუთსა და 12 წამში.

"ბარსელონა" "ინტერთან" სახლში მარცხისგან დუბლის ავტორმა ლევანდოვსკიმ კომპენსირებულ დროში იხსნა - 3:3. C ჯგუფში 12 ქულით ლიდერი "ბაიერნია", რომელიც პლეი-ოფში ზედიზედ მეთხუთმეტედ გავიდა, "ინტერი" 7 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო "პლზენი" უქულოდ - მეოთხეზე.

A ჯგუფი


ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - აიაქსი 4:2
გოლები: 1:0 ლოსანო (4), 2:0 რასპადორი
(16), 2:1 კლასენი (49), 3:1 კვარაცხელია (62, პენ), 3:2 ბერგვაინი (83, პენ), 4:2 ოსიმენი (90)

გლაზგო. "აიბროქსი"

რეინჯერსი - ლივერპული 1:7
გოლები: 1:0 არფილდი (17), 1:1 ფირმინო (20), 1:2 ფირმინო (55), 1:3 ნუნიესი (66), 1:4 სალაჰი (75), 1:5 სალაჰი (80), 1:6 სალაჰი (81), 1:7 ელიოტი (87)

B ჯგუფი

მადრიდი. "მეტროპოლიტანო"
ატლეტიკო - ბრიუგე 0:0
გაძევება: სოუა (82, ბრიუგე)

ლევერკუზენი. "ბაიარენა"

ბაიერი - პორტუ 0:3
გოლები: 0:1 გალენო (6), 0:2 ტარემი (53, პენ), 0:3 ტარემი (64, პენ)

C ჯგუფი

ბარსელონა. "ნოუ კამპი"

ბარსელონა - ინტერი 3:3
გოლები: 1:0 დემბელე (40), 1:1 ბარელა (50), 1:2 მარტინესი (63), 2:2 ლევანდოვსკი (82), 2:3 გოსენსი (89), 3:3 ლევანდოვსკი (90+2)

პლზენი. "დოსან არენა"

პლზენი - ბაიერნი 2:4
გოლები: 0:1 მანე (10), 0:2 მიულერი (14), 0:3 გორეცკა (25), 0:4 გორეცკა (35), 1:4 ვლკანოვა (62), 2:4 კლიმენტი (74)

D ჯგუფი

ლისაბონი. "ჟოზე ალვალადე"
სპორტინგი - მარსელი 0:2
გოლები: 0:1 გენდუზი (20), 0:2 სანჩესი (30)
გაძევება: ეშგაიუ (19, მარსელი), გონსალვეში (60, მარსელი)

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური"
ტოტენჰემი - აინტრახტი 3:2
გოლები: 0:1 კამადა (14), 1:1 სონი (20), 2:1 კეინი (28, პენ), 3:1 სონი (35), 3:2 ალიდუ (87)
გაძევება: ტუტა (59, აინტრახტი)

მკითხველის კომენტარები / 1 /
აქოთებული ბარსას ადგილი ევროპა ლიგაზეა!
პიკეს და ბუსის მადლობა.
20:56 13-10-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული