უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"კვარაცხელიასთან ერთად "ნაპოლი" 12 ფეხბურთელით თამაშობს" - "პარმას" ექსდირექტორი

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ "აიაქსთან" ნამატჩევს "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ტელეკომპანია Tele A-ს ეთერში შეაქო.

"მილანი" ლეაუს გარეშე ვერ დაფრინავს, ვერც "ინტერი" ლუკაკუს გარეშე და ჩვენ ყველას მიგვაჩნდა, რომ ასევე იქნებოდა "ნაპოლი" ოსიმენის გარეშე, რომელიც თითქოს გუნდის ერთადერთი შეუცვლელი ელემენტი, ნამდვილი ვარსკვლავი იყო, მაგრამ ეს სიმართლე არ გამოდგა!

"ნაპოლის" შეუძლია მის გარეშე გავიდეს ფონს. შეუცვლელი და ერთადერთი, მართლაც ფუნდამენტური მხოლოდ ერთია: კვარაცხელია! მასთან ერთად "ნაპოლი" 12 ფეხბურთელით 10-ის წინააღმდეგ თამაშობს, ვინაიდან ან ვინმეს გააძევებინებს, ან ყვითელ ბარათებს მიაღებინებს
და მეტოქეები შიშით დაზაფრული ჰყავს. ამას გარდა, ბევრი გოლი გაიტანა და პენალტები მოიპოვა".

ასევე დაგაინტერესებთ