კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" ორი გოლი გაუშვა და სეზონში პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულთან“ 0:2 დამარცხდა, თუმცა ნეაპოლურმა გუნდმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

დებიუტში მასპინძლებმა შეუტიეს, ჯონსმა შანსი ვერ გამოიყენა, საპასუხო იერიშისას კონატემ საჯარიმოში კვარაცხელიას ხელი ჰკრა და წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობდა. 30-ე წუთზე „ლივერპულს“ ჰქონდა მომენტი, როდესაც ალკანტარას გატანა მერეტმა არ დაანება.

მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გუნდს ჯგუფში პირველ
ადგილზე გასასვლელად დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, წინ დიდი ძალებით არ მიდიოდა. 53-ე წუთზე საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთს ოსტიგორმა თავით ალისონის კარში მიუჩინა ადგილი, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ ოსიმენმა ხვიჩას პასი გაუკეთა, მის დარტყმულ ბურთს კი ალეკსანდერ-არნოლდისგან რიკოშეტით მეკარე დაეუფლა. 82-ე წუთზე ქართველი შეცვალეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ნაპოლიმ" ამ სეზონში პირველი მარცხი განიცადა და შეწყდა მისი გამარჯვებათა 13-მატჩიანი სერია. შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები 5 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტასთან" გამართავენ.

ლივერპული. "ენფილდი". 50 077 მაყურებელი
ლივერპული - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (85), 2:0 ნუნიესი (90+10)

მკითხველის კომენტარები / 61 /
სპალეტი სასუელოდან გამომდინარე ფიქრობდა ოსიმენთან ხვიჩას დაწყვილებაზე ისევ გამოცდას, მიხვდა,რომ იჩქარა და შეცვალა სავარაუდოდ შემდეგში სიმეონეს დაუწყვილებს...
rolo
04 ნოემბერი 2022 14:04
0
მისტერ სპალეტიმ მატჩამდე თქვა, რომ ამ მატჩის ბედს მნიშვნელოვანწილად სალაჰი და კვარაცხელია გადაწყვეტენო. მაგრამ 81 წუთზე რატომღაც არ მოეწონა კვარაცცხელიას დარტყმა და შეცვალა, რა სულ კვარაზე ბრაზობს ეგ თავტლიპინა:) კიდეც შეუგდო მერე სალაჰმა და გამთამაშაბელი და გამტანი არავინ დარჩაა კვარაცხელია-ლობოტკა-ოსიმენის სახით და რაღას იზამდა მერე, აქეთ მიიღო მეორე...
irakli
03 ნოემბერი 2022 17:24
0
ცხადია,ხვიჩამ თავისი ფიზიკური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს.
გელა
03 ნოემბერი 2022 08:36
0
სტო-პრო პენალი იყო
kaxa
03 ნოემბერი 2022 00:59
0
ეხ ლუჩანო არ უნდა გაგეყვანა ხვიჩა :)
ზურა
02 ნოემბერი 2022 19:54
0
ამ თამაშში,სპალეტის ერთადერთი აუცილებლად შესასრულებელი მიზანი,4 გოლით არ წაგება იყო და როცა დარწმუნდა,რომ ლივერპული ამდენის გამტანი,შემთხვევითაც კი აღარ იყო,ხვიჩასთან ერთად,სხვა წამყვანი ფეხბურთელებიც დაასვენა.წინ ატალანტასთან უმძიმესი მატჩია და მასთან სრულ მზადყოფნა,გაცილებით მნიშვნელოვანია,ვიდრე რეკორდის გულისათვის, ფეხბურთელების გადაღლა.ისე,რუბინიდან წამოსვლის შემდეგ,ხვიჩას წაგებული არ ჰქონდა და ეს რამდენად ჩაეთვლება წაგებაში პირადად მას,არ ვიცი.როცა შეცვალეს,მაშინ ხომ ნულოვანი ფრე იყო და ესე იგი,პირადად კვარაცხელიას,არც ეს მატჩი წაუგია.
რაც შეეხება დაცვაში ჩამოსვლას.ნაპოლი,მთელ თამაშს პრესინგზე აგებს და ამ დროს,ყოველი ფეხბურთელი,თავის კაცს იყვანს,თავდასხმაშიც და დაცვაშიც.სხვა შემთხვევაში,მეტოქე რიცხობრივ უპირატესობას შექმნის და უპირატესობას მოიპოვებს.ხვიჩა თავის ფლანგზე,ორ კაცს მაინც აკავებს,მაგრამ თუკი ალექსანდრე არნოლდი,წინ წამოვა,რა თქმა უნდა,ხვიჩა უნდა გამოჰყვეს და თავისუფლება შეუზღუდოს.სხვა თუ არაფერი,ის ხომ მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო საგოლე ჩაწოდებების გამკეთებელია.ღრმა დაცვაში ჩამოსვლაც,სიტუაციურია,.როცა ხედავ,რომ შენს გარდა,საფრთხეს ვერავინ აიცილებს,ეს შენ უნდა გააკეთო.გუნდმა ასე უნდა ითამაშოს.მგონი იმაში მაინც დამეთანხმებით,რომ ხვიჩას სიტუაციის შეფასება არ ეშლება და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში ჩამოდის,ღრმა დაცვაში.წუხელაც მოხდა მსგავსი და ხვიჩამ მშვენივრად განმუხტა სიტუაცია.
სოსო
02 ნოემბერი 2022 16:26
2
ბურთიანი ხვიჩა საჯარიმოში ხელის კვრით დააგდეს და მსაჯი პენალტს არ ნიშნავს.ვარიც დუმს.გამოდის ფეხბურთში ახალი წესებია ხელის კვრა მოსულა.
ამაშია საქმე
02 ნოემბერი 2022 16:22
1
რატ უნდა ამას გარჩევა გაიხვანა კვარა,ოსიმენი,ლოფოტკა მტელი დაცვა ლივერფულის ცავიდა ცინ და კეც მოიგეს,ეს ტამაში ცაგო სფალეტიმ,ან სეიცლება იხომარეს არც ესა გამორიცხული
Каха
02 ნოემბერი 2022 14:04
4
და რატომ გამოცვალა ცხადი არ არის? სამ დღეში ერთერთი უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს ატალანტასთან, რომლის წაგებაც ძალიან გაურთულებს საქმეს ნაპოლის. ადრეც უნდა გაეყვანა ლობოტკაც და კვარაც, გადაღლილები ჩანან ისედაც. საერთოდ არ მახსოვს კვარას ამდენჯერ დაეკარგოს ბურთი რაც გუშინ, იმას არ ვამბობ ცუდად ითამაშა მეთქი, მაგრამ დაღლილობა თავისას შვება , ისიც საგულისხმოა ასეთ დროს ტრამვის საშიშროება იზრდება და ნეტავ რატომ უნდა გაერისკა?
კახას
02 ნოემბერი 2022 18:38
0
რა მოხდა რომ წააგეეს მთავარია ატალანტასთან არ წაგება მინიმუმ და ორი სახლში მოგება წავიდა შესვენებაა
Soso
02 ნოემბერი 2022 14:00
1
ვინც კარგად ერკვევით ფეხბურთის წესებში, იქნება გამარკვიოთ რატომ ჩაეთვალა გოლის გატანა სალაჰს ? მომეჩვენა, რომ სანამ სალაჰი დაარტყვდა, ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი.
გრიგოლი
02 ნოემბერი 2022 13:56
0
ბურთმა მთლიანად უნდა გადაკვთოს კარის ხაზი, ანუ ძალიან მცირე ნაწილიც რომ იყოს ხაზს აქეთ, არ ჩაითვლება.
არტ
02 ნოემბერი 2022 19:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული