Liverpool Echo: "ლივერპულის" ფანები კვარაცხელიას შეძენას მოითხოვენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლის" 2:0 დამარცხების შემდეგ "ლივერპულის" თავკაცმა იურგენ კლოპმა კმაყოფილება ვერ დამალა, რომელმაც ტურნირზე მწვრთნელის რანგში მეასე მატჩი ჩაატარა (46 მოგება, 28 ფრე და 26 წაგება).

მისი თქმით, მეტოქეს თავისუფალი სივრცეები არ დაუტოვეს, წარმოუდგენლად ძლიერ გუნდს სძლიეს, "ლიდსთან" მარცხის შემდეგ რეაგირება მოახდინეს, ალეკსანდერ-არნოლდი ხვიჩა კვარაცხელიასთან დასწრებაზე თამაშს ცდილობდა, "კვარა" სწრაფი, კარგი ფეხბურთელია, მჭიდრო მეურვეობას საჭიროებს, გასაქანი არ უნდა მისცე, ვინაიდან ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია კარისაკენ წინ წაწევა და ტრენტმა მის წინააღმდეგ ურიგოდ არ ითამაშა.

Liverpool Echo-მ შეხვედრის დასრულების შემდეგ წერილი
გამოაქვეყნა სათაურით - "როგორი ფეხბურთელია - "ლივერპულის" ფანები ხვიჩა კვარაცხელიას გამო კლუბს მკაფიო სიგნალს უგზავნიან".

"ლივერპულის" ფანებმა კლუბს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მას შემდეგ მოუწოდეს, რაც ცხადად დაინახეს, როგორი ზიანის მიყენება შეუძლია მოწინააღმდეგისათვის. მათ სოციალურ ქსელებში კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოთქვეს.

ქართველმა თავდამსხმელმა ამ სეზონში იტალიურ გუნდში უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და "ენფილდზე" "ლივერპულის" ფანებს აჩვენა, მარცხენა ფლანგზე რისი გაკეთება ძალუძს.

"ნაპოლი" სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მწვერვალზე იმყოფება, კვარაცხელია კი მათ რიგებში საუკეთესოა და საშუალება მოგვეცა გვეხილა, რა შეუძლია ქართველს, შემოგვთავაზოს.

ერთი გულშემატკივარი "ტვიტერზე" "ნაპოლის" ვარსკვლავზე პოსტს აქვეყნებს: "კვარაცხელია შესანიშნავია. ვხედავ, ევროპაში "ნაპოლიმ" წინ როგორ წაიწია. მათი ახალგაზრდა, შთამბეჭდავი ფეხბურთელები მე კლოპის "ლივერპულის" ეპოქის დასაწყისს მაგონებენ".

ხოლო მეორე წერს, რომ ამ შეხვედრას მხოლოდ კვარაცხელიას გამო უყურა: "ვიცი, "ლივერპული" უკვე დასრულებულია, შეხვედრას მხოლოდ კვარაცხელიას თამაშის სანახავად ვუცქირე".

მკითხველის კომენტარები / 6 /
არც ლივერპულში და საერთოდ, გაურკვეველი სტილის მიმდევარ ინგლისში არ გადავა კვარა. ეს ნამდვილად ვიცი! არავის არ ვუსურვებდო იქ გადასვლას ტექნიკური ფეხბურთელებიდან...
Lasha
03 ნოემბერი 2022 20:17
2
კვარამ საკუთარ თავზე უკვე იწვნია ინგლისური ძალისმიერი ფეხბურთის საშინელება, რომელმაც ტექნიკური ფეხბურთი უკვე კარგა ხანია ჩაკლა იქ... ტრენტი რომ დაამცირა იქ ლივერპულში და "დომიკში" გაუტარა, მეორე წუთზე ძალიან გაამწარა.... სულ მცირე ხანში 15-ე წუთზე მაგ ტრენტმა სპეციალურად, მსაჯისაგან დაფარულად სარეკლამო ბილბორდებისაკენ ძლიერად ხელი უბიძგა და სასტიკად მიაჯახა სარეკლამო დაფას... შედეგად ხვიჩამ ხერხემლის მალების შემაერთებელი პატარა კუნთების ფარული ტრავმა მიიღო. ეს ტრავმა შემდეგ ვარჯიშის დღეს ხვიჩას სპაზმაში გადაეზარდა, როგორც კი კუნთებში სისხლთან ერთად ჭარბი ჟანგბადი შევიდა.... შედეგად ხვიჩამ ხერხემლის კუნთების სპაზმის გამო უკვე ორ თამაში გამოტოვა.... მე უკვე ვწერდი რომ ხვიჩასნაირ ტექნიკურ ფეხბურთელებს ინგლისში არ გაახარებენ და თვეობით მოუწევს ლაზარეთში კუნთების და მუხლების მკურნალობა.... ძალიან დიდი შანსია რომ ე.წ. ფეხბურთის სამშობლოში ნაადრევადაც დაასრულოს კარიერა
ერთ-ორი წელი ითამაშოს ნეაპოლში და მერე გადავიდეს სამეფო კლუბში წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად.... სამეფო კლუბის - რეალის ვარსკვლავები მომავალი წარმატებული კარიერის გარანტიაა... დარწმუნებული ვარ რომ წელს ნაპოლი სკუდეტოს აიღებს და ჩემპიონთა თასის აღების შანსიც აქვს ... 50/50....
კახა
09 ნოემბერი 2022 15:21
0
ლივერპულმა კი მოიგო მარა ტრენტის კარიერა მგონი დამთავრდა
Vampiri
03 ნოემბერი 2022 07:31
0
მოხარშული წაბლი არ უნდათ?!
ლაშა
02 ნოემბერი 2022 19:21
3
კვარა, ქართველი el fenomeno!
ვახო...
02 ნოემბერი 2022 17:44
0
ვუცქირე მაგარი იყო ინგლისელისგა საგოლ ავტორ
იოსებ
02 ნოემბერი 2022 13:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული