უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

Liverpool Echo: "ლივერპულის" ფანები კვარაცხელიას შეძენას მოითხოვენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლის" 2:0 დამარცხების შემდეგ "ლივერპულის" თავკაცმა იურგენ კლოპმა კმაყოფილება ვერ დამალა, რომელმაც ტურნირზე მწვრთნელის რანგში მეასე მატჩი ჩაატარა (46 მოგება, 28 ფრე და 26 წაგება).

მისი თქმით, მეტოქეს თავისუფალი სივრცეები არ დაუტოვეს, წარმოუდგენლად ძლიერ გუნდს სძლიეს, "ლიდსთან" მარცხის შემდეგ რეაგირება მოახდინეს, ალეკსანდერ-არნოლდი ხვიჩა კვარაცხელიასთან დასწრებაზე თამაშს ცდილობდა, "კვარა" სწრაფი, კარგი ფეხბურთელია, მჭიდრო მეურვეობას საჭიროებს, გასაქანი არ უნდა მისცე, ვინაიდან ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია კარისაკენ წინ წაწევა და ტრენტმა მის წინააღმდეგ ურიგოდ არ ითამაშა.

Liverpool Echo-მ შეხვედრის დასრულების შემდეგ წერილი
გამოაქვეყნა სათაურით - "როგორი ფეხბურთელია - "ლივერპულის" ფანები ხვიჩა კვარაცხელიას გამო კლუბს მკაფიო სიგნალს უგზავნიან".

"ლივერპულის" ფანებმა კლუბს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მას შემდეგ მოუწოდეს, რაც ცხადად დაინახეს, როგორი ზიანის მიყენება შეუძლია მოწინააღმდეგისათვის. მათ სოციალურ ქსელებში კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოთქვეს.

ქართველმა თავდამსხმელმა ამ სეზონში იტალიურ გუნდში უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და "ენფილდზე" "ლივერპულის" ფანებს აჩვენა, მარცხენა ფლანგზე რისი გაკეთება ძალუძს.

"ნაპოლი" სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მწვერვალზე იმყოფება, კვარაცხელია კი მათ რიგებში საუკეთესოა და საშუალება მოგვეცა გვეხილა, რა შეუძლია ქართველს, შემოგვთავაზოს.

ერთი გულშემატკივარი "ტვიტერზე" "ნაპოლის" ვარსკვლავზე პოსტს აქვეყნებს: "კვარაცხელია შესანიშნავია. ვხედავ, ევროპაში "ნაპოლიმ" წინ როგორ წაიწია. მათი ახალგაზრდა, შთამბეჭდავი ფეხბურთელები მე კლოპის "ლივერპულის" ეპოქის დასაწყისს მაგონებენ".

ხოლო მეორე წერს, რომ ამ შეხვედრას მხოლოდ კვარაცხელიას გამო უყურა: "ვიცი, "ლივერპული" უკვე დასრულებულია, შეხვედრას მხოლოდ კვარაცხელიას თამაშის სანახავად ვუცქირე".

ასევე დაგაინტერესებთ