"კვარაცხელიას წაქცევისთვის პენალტი უნდა დანიშნულიყო" - ამტკიცებს ყოფილი იტალიელი მსაჯი

AutoSharing Option
ყოფილმა იტალიელმა მსაჯმა გრაციანო ჩეზარიმ, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, Mediaset Infinity-ს ეთერში განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" მატჩისას "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს და გერმანელ არბიტრ ტობიას შტილერს პენალტი უნდა დაენიშნა.

"ეს არ იყო კონტაქტი მხრით მხარზე, კონატე მას ზურგზე შეეხო და თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მართებდა. "კვარა" სწრაფად მიიწევდა წინ და ასე მისი შეჩერება არ შეიძლებოდა. ეს ეპიზოდი მეტ ყურადღებას იმსახურებდა და VAR-ი უნდა ჩარეულიყო".

altკვარაცხელიას შეცვლის შემდეგ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" ორი გოლი გაუშვა და სეზონში პირველად დამარცხდა

alt

დასაფასებელი საქციელი - ხვიჩამ "ლივერპულის" გერბს ფეხი არ დააბიჯა [VIDEO]

altსპალეტი: მოგება შეგვეძლო - შედეგი სტრატოსფერულია

altLiverpool Echo: "ლივერპულის" ფანები კვარაცხელიას შეძენას მოითხოვენ

მკითხველის კომენტარები / 19 /
ტობიას შტილერი, ბევრ სხვა ეპიზოდებშიც სცოდავდა. ძალიან უხეშობდნენ ლივერპულის მცველები. თითქმის ყველა ორთაბრძოლა გასაყვითლებელი იყო. არნოლდი საერთოდ გასაგდები იყო. იმ ფირნიშზე შეტაკება კვარასთვის შესაძლოა ძალიან მძიმე ტრამვით დამთავრებულიყო. მსაჯი სახეში და ზურგში ხელის კვრას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ოსიმენს არაერთხელ მოხვდა ხელი სახეში, და პენალტის ეპიზოდი, სულ მცირე გადასამოწმებელი იყო VAR-ზე.
G.A.L.
11:19 02-11-2022
1
კვარას დაღლა შეიძლება ეტყობოდა,მაგრამ მისი გაყვანა არ იყო მიზანშეწონილი,ჩემთვის კი ვთქვი:კვარას თუ გაიყვანს გოლსაც გაუშვებენ მეთქი,რადგან ის ლივერპულია და არა რომელიმე ხელწამოსაკრავი კლუბი,კვარას გასვლის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ლივერპულელებმა ამოისუნთქესო და შეტევაზე გადავიდნენ დო გოლიც რამდენიმე წამში გაიტანეს,შეიძლება შეფასებაში ვცდები,მაგრამ მე ასე მჯერა.
თერჯოლელი
19:02 02-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული