უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "დორტმუნდმა" "ჩელსი" დაამარცხა - "ბენფიკა" თითქმის მეოთხედფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი პირველი მერვედფინალური მატჩი ჩატარდა.

"დორტმუნდმა" დაძაბულ ბრძოლაში სახლში "ჩელსის" 1:0 სძლია და ყველაფერი "სტემფორდ ბრიჯზე" გადაწყდება.

"ბენფიკამ" სტუმრად 2:0 მოუგო "ბრიუგეს" და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 8 მარტს გაიმართება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ჩელსი 1:0
გოლი: ადეიემი (63)

ბრიუგე. „იან ბრეიდელი“. 24 136 მაყურებელი
ბრიუგე - ბენფიკა 0:2
გოლები: 0:1 ჟოაო მარიო (51, პენ), 0:2 ნერესი (82)

-
"ჩელსიმ" ზიდიზედ 4 მატჩში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება და ბოლო 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო.
- 100-მილიონევროიანმა შენაძენმა მუდრიკმა "ჩელსიში" ვერც მეოთხე შეხვედრაში ვერ გამოიჩინა თავი და 71-ე წუთზე შეცვალეს.

ასევე დაგაინტერესებთ