აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს 74 320 ადამიანი დაესწრო, "როსონერიმ" კი ბილეთებით 9,133,842 ევროს შემოსავალი მიიღო, მსგავსი თანხა კი აქამდე არცერთ იტალიურ კლუბს 1 შეხვედრაში არ გამოუმუშავებია.
სათქმელია ისიც, რომ "მილანმა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი 2014 წლის შემდეგ პირველად ითამაშა.