"აინტრახტის" მცველი: ნეაპოლში გამარჯვება შეგვიძლია და ეს სასწაული არ იქნება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში გასვლაზე "აინტრახტს" დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ფრანკფურტელთა 26 წლის წარმოშობით ანგოლელმა და პორტუგალიის მოქალაქე მცველმა აურელიო ბუტამ გააკეთა, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს არ კარგავს:

"მატჩის დასაწყისში კარგად ვითამაშეთ და დაწინაურებაც შეგვეძლო. ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ.

ოსიმენი დიდებული თავდამსხმელია, რომელსაც გამორჩეული სეზონი აქვს. რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იყო.

ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და ნეაპოლში გამარჯვება შეგვიძლია. ვფიქრობ, სასწაული არ გვჭირდება... უბრალოდ, ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ, ვიცით, რისი გაკეთებაც
შეგვიძლია", - ამბობს ბუტა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
კვარამ ფენომენალური პასის დროს გიოტცეს რა გაუკეთა თუ დაამუღამეთ :დ

რათქმაუნდა გამორიცხული არაფერია, ორი გოლის გატანა აინტხარტსაც შეუძლია და თამაშის შემობრუნება.სპალეტიმაც ეგ თქვა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და არ არიან მეოთხედფინალში გასულები. ამიტომ ამაზე არც უნდა იფიქრონ და ამ მოგებამ უპირატესობა არ უნდა აგრძნობინოთ.
რა გაძლებს ახლა მომდევნო თამაშამდე
3
მთვარეზე კოოპერატივის გახსნა უფრო ლოგიკური იქნება...
ლაშა
16:36 22-02-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული