მბაპე "ბაიერნთან" მინიმუმ სამი გოლის გატანას აპირებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ პსჟ-ის ფორვარდი და ლიდერი კილიან მბაპე ძალიან მოტივირებულია.

როგორც ფრანგმა განაცხადა, მიუნხენში მოსაგებად მიდიან, თავად კი ჰეთ–თრიქის შესრულებას შეეცდება.

"მაქვს თუ არა ჩემი 202-ე, 203-ე და 204-ე გოლები შემონახული "ბაიერნისთვის"? - კიდევ უფრო მეტი! გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ეს დაპირისპირება შემოვატრიალოთ!

თავდაჯერებულობა დავიბრუნეთ, რადგან შესანიშნავი გუნდი გვყავს. ახლა ჩვენ უნდა მოვიგოთ, ჩვენ ხომ პსჟ ვართ. მიუნხენში გამარჯვებისთვის და მეოთხედფინალური ეტაპის გასაფორმებულად მივდივართ", – უთხრა მბაპემ Canal+ს.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და პსჟ–ის შეხვედრა 9 მარტს,
თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. პარიზელებმა პირველი მატჩი 0:1 დათმეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ააა სიტყვის კაციი
მურთო
01:38 09-03-2023
0
ნელა ქენი ჯემალიი ფეხი არ დაგიცდესს
მურთო
17:26 06-03-2023
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული