მბაპე "ბაიერნთან" მინიმუმ სამი გოლის გატანას აპირებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ პსჟ-ის ფორვარდი და ლიდერი კილიან მბაპე ძალიან მოტივირებულია.

როგორც ფრანგმა განაცხადა, მიუნხენში მოსაგებად მიდიან, თავად კი ჰეთ–თრიქის შესრულებას შეეცდება.

"მაქვს თუ არა ჩემი 202-ე, 203-ე და 204-ე გოლები შემონახული "ბაიერნისთვის"? - კიდევ უფრო მეტი! გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ეს დაპირისპირება შემოვატრიალოთ!

თავდაჯერებულობა დავიბრუნეთ, რადგან შესანიშნავი გუნდი გვყავს. ახლა ჩვენ უნდა მოვიგოთ, ჩვენ ხომ პსჟ ვართ. მიუნხენში გამარჯვებისთვის და მეოთხედფინალური ეტაპის გასაფორმებულად მივდივართ", – უთხრა მბაპემ Canal+ს.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და პსჟ–ის შეხვედრა 9 მარტს,
თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. პარიზელებმა პირველი მატჩი 0:1 დათმეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ააა სიტყვის კაციი
მურთო
09 მარტი 2023 01:38
0
ნელა ქენი ჯემალიი ფეხი არ დაგიცდესს
მურთო
06 მარტი 2023 17:26
11
ამან შეიძლება მართლაც გაიტანოს, მარა ისეთი დაცვა ყავთ და სამწუხაროდ მეკარეც, რამდენს გაუშვებენ ეგაა საქმე.D
ggg
06 მარტი 2023 17:16
1
პსჟ კარებში დონარუმა უყენია და დაცვაში კიდე რამოსი მარკინიოსი ყავთ და რა ლოგიკით იძახი ისეთი დაცვა და მეკარე ყავთ რო შეილება მბაპეს გატანილი სამი გოლიც არ ეყოთ და უფრო მეტი გაუშვანო??შენ ალბათ სხვა თამაშს უყურებ ხოლმე ან ახალგაზრდულ პსჟ-ს და დიდი გუნდი გგონია ან კიდე უარესი და სადგაცას ერთი თამაში ნახე ამას წინათ და მაგით საზღვრავ პსჟ ძალას,,მერწმუნე მწარედ შეცდები რო ამოტენის მაგ შენ ბაიერნს ამაღამ
ggg-ს
07 მარტი 2023 22:15
1
რამდენჯერაც ბავარიას შეხვდით იმდენჯერვე წააგეთ.ჰეთტრიკი არ ბუსკვერცხი.რეალურად არაფერია ჯერ გადაწყვეტილი,მაგრამ ბაქიაობას კარგი ჯერ არასდროს მოუტანია
BOSS
06 მარტი 2023 16:56
3
რა ოეე შენ ხოარ გძმარავს ?
Ra oe
07 მარტი 2023 10:59
3
"რამდენჯერაც შეხვდით იმდენჯერ წააგეთ"- შარშან 3-2 მოიგო პსჟ-მ გერმანიაში და 0-1 წააგო სახლში. წელსაც 0-1 წააგო სახლში. განმეორებითში ვნახავთ. ფინალში 0-1 წააგო პსჟ-მ, მარა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ეკლდათ. ეს ბოლო 2-3 წლის თამაშები იყო. ოეე რა იმდენჯერ წააგო პსჟ-მ ბავრიასთან რამდენჯერაც შეხვდა? ბარსელონაში აგერია?
123
06 მარტი 2023 18:08
7

სიახლეები პოპულარული